ხვალ, 13 აგვისტოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი `ზესტაფონი` საკუთარ არენაზე ,,კოლხეთი–1913’’–ს უმასპინძლებს. კალენდრის მიხედვით, “ზესტაფონს” “კოლხეთთან” სტუმრად უნდა ეთამაშა, მაგრამ იმის გამო, რომ ფოთის საფეხბურთო არენის საფარს ცვლიან, მხარეთა შეთანხმებით, ახლა იმერლები იქნებიან მასპინძლები, მე-2 წრეში კი ფოთელები. მატჩი 14-ის ნაცვლად, 13 აგვისტოს გაიმართება და “დავით აბაშიძეზე” საღამოს 8 საათზე დაიწყება და მას დავით ხარიტონაშვილი უარბიტრებს.
|