ფოთის ,,კოლხეთი'' განაგრძობს მზადებას ახალი სეზონისთვის და ისინი დღეს 18 საათზე თავიანთ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავენ ოზურგეთში ადგილობრივი ,,მერცხალის’’ წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი ისინი კიდევ სამ თამაშს გამართავენ 10 ივლისს 18:00 საათზე საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედოს მიიღებენ, 12 ივლისს ბათუმის ,,დინამოს’’, ხოლო 14 ივლისს კი ლანჩხუთში ,,გურიის'' წინააღმდეგ მოსინჯავენ ძალებს.
|