სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს xxll ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 36–ე ტურის მატჩი გორში ქართლის სტადიონზე სადაც ერთმანეთს ხვდებოდა ფოთის კოლხეთი და ცხინვალის სპარტაკი. მატჩმა მთლიანად ფოთელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა და ბევრი საგოლე მომენტიც შეიქმნა ცხინვალელთა კართან მაგრამ მატჩი მაინც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. თამაში უხეში არ აღმოჩნდა 56 წუთზე ყვითელი ბარათები მიიღეს ლაშა ჯაკობიამ და ომარ გოგონაიამ, ხოლო მატჩის 77–ე წუთზე კი ვალერი ბოლქვაძემ. ეს ანგარიში ფოთელთათვის მისაღები არმოჩნდა რადგან სიონმა რუსთავში ოლიმპთან დათმო შეხვედრა 2–1. კოლხეთმა მე–7 ადგილზე აინაცვლა და ამავე საფეხურზე დაასრულა სეზონი. სხვა მატჩებს რაც შეეხება ბაიამ საკუთარ მოედანზე მოიპოვა გამარჯვება სამტრედიასთან ანგარიშით 4–1. ზესტაფონმა ვიტ ჯორჯია დაამარცხა 4-0, ხოლო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დინამომ საკუთარ მოედანზე დათმო შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსთან 1–2.