ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე 6 ნოემბერს დანიშნული საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩი ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთსა” და საქართველოს მოქმედ ჩემპიონ ”ზესტაფონს” შორის, გადაიდო ლანჩხუთში მოსული უხვი ნალექის გამო.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონზე დღეს შექმნილი ვითარების შესახებ.