მსაჯები: ლ. კვარაცხელია; ლ. თოდრია, ზვ. ერქვანია; ხ. გაგნიძე. სატურნირო ცხრილის მეზობელთა პირველი საუმაღლესლიგო დაპირისპირება ლანჩხუთში გაიმართება. მოგეხსენებათ, ფოთში ბალახის საფარის გამოცვლის პროცესი მიმდინარეობს და “კოლხეთი” ხან ზუგდიდში მასპინძლობს მეტოქეს, ხან კი, “ევგრაფი შევარდნაძეზე”. დღემდე გუნდებს ერთმანეთში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატის I და II ლიგის გათამაშებებში უთამაშიათ. 12 ურთიერთშეხვედრიდან 7 “კოლხეთის” სასარგებლოდ დასრულდა (აქედან ერთში ფოთელებს ტექნიკური მოგება მიენიჭათ), 4 - “მერანის” (უპირატესობა ბურთების შეფარდებაშიც ზღვისპირელთა მხარესაა - 18:9).