დღეს, გულია თუთბერიძის სახელობის ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრა გაიმართება, სადაც ხობის ,,კოლხეთს'' ფოთის ,,კოლხეთი'' დაუპირისპირდება. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება, მაგრამ მასპინძლის რანგში ფოთელები იქნებიან. პირველი მატჩი ხობში, ხობის ,,კოლხეთის'' გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. შეხვედრა 15:30-ზე დაიწყება!
|