დაიწყო საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ფოთის კოლხეთი კი მე-12 ტურის მატჩს ფაზისზე მიმდინარე სამუშაოების გამო ლანჩხუთში, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს. მატჩში ფავორიტად რუსთაველები მიიჩნევიან და უცხოური საბუქმეიქერო ტოტალიზატორებიც უპირატესობას სტუმრებს ანიჭებენ: კოლხეთის მოგება - 4.50 ფრე - 3.40 მეტალურგის მოგება - 1.67 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურშიც აშკარა ფავორიტებად სწორედ რუსთაველები მიიჩნეოდნენ, მაგრამ რომ არა რუსთაველთა მეკარის ბათიაშვილის შესანიშნავი თამაში მატჩის ბოლო წუთზე, სოსო ფილიას შეგირდები რუსთავიან 3 ქულითაც წამოვიდოდნენ:
რაც შეეხება გასულ სეზონს, ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, აქედან 2 ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა (5-1; 0-1) ერთი მეტალურგის (2-0) და ერთიც გატანილი გოლების გარეშე. რაც შეეხება წინა ტურს ის მეტალურგმა ბოლნისში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ 2-2 გათავდა, რაც შეეხება ფოთელებს, ისინი წინა ტურში ქუთაისლებს ესტუმრნენ და დიდი ანგარიშითაც წააგეს (4-1).
სავარაუდო შემადგენლობები:
კოლხეთი: 4-4-2
მეკარე: ბობღიაშვილი
დაცვა: გიორგი კილასონია, ცხვიტარია, ინწკირველი, ლემონჯავა
ნახევარდაცვა: გვალია, პავლე დათუნაიშვილი, ქებაძე, ლომაშვილი
თავდასხმა: მდივნიშვილი, ციცხვაია.
მეტალურგი: 4-2-3-1
მეკარე: ბედიაშვილი
დაცვა: სეთურიძე, კვახაძე, მახვილაძე, ჯაფარიძე
ნახევარდაცვა: რაზმაძე, ქავთარაძე, ი. მაისურაძე
თავდასხმა: მიქაბერიძე, მოდებაძე, ტატანაშვილი.
kolkheti.tk
|