შაბათს, 27 აგვისტოს, ფოთის ,,კოლხეთი'' საქართველოს 23–ე ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩს გამართავს და მისი მეტოქე გორის ,,დილა'' იქნება. მოგეხსენებათ ,,ფაზისის'' სტადიონზე მიმდინარეობს მოედნის საფარის გამოცვლა და სხვა აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც აღნიშნული მატჩი ლანჩხუთში გაიმართება და მასპინძლის რანგში ფოთელები იქნებიან. ეს პირველი თამაშია მიმდინარე სეზონში, სადაც მასპინძლის რანგში ფოთელები არიან და იმედია ზღვისპირელები სეზონის პირველ გამარჯვებასაც ლანჩხუთში იზეიმებენ.
|