პირველი ამხანაგური მატჩის წინ, რომელსაც ფოთის კოლხეთი მართავს ქუთისის ტორპედოსთან, გუნდი აგრძელებს ვარჯიშს...ვარჯიშისას გუნდის მთლიანი შემადგენლობა დაიყო ორ ნაწილად და ერთმანეთში ითამაშეს, ერთ გუნდში თამაშობდნენ კოლხეთის ის ფეხბურთელები, რომლებიც დღემდე არიან გუნდში, ხოლო მეორეში კი ის თერთმეტი ფეხბურთელი რომლებიც ფოთში გასინჯვაზე არიან ჩამოსულები. ამათგან კი ფოთის კოლხეთის მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია აარჩევს საუკეთესოებს და გუნდში დატოვებს, ხოლო დანარჩენ ფეხბურთელებს გუნდიდან გაუშვებს...