მოგეხსენებათ, რომ 10 ივლისს, 18 საათზე დაგეგმილი იყო ამხანაგური თამაში ფოთის ‘’კოლხეთსა’’ და ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ შორის, რომელიც სენაკში უნგა გამართულიყო, მაგრამ მატჩი უამინდობისა და ცუდი მოედნის საფარის გამო არ შედგა. 12 ივლისს დაგეგმილია მორიგი ამხანაგური თამაში სადაც ფოთის ‘’კოლხეთის’’ მეტოქე ბათუმის ‘’დინამო’’ იქნება. მატჩის ჩატარება ‘’ფაზისის’’ სტადიონზე იყო დაგეგმილი, მაგრამ სტადიონზე დაწყებულია მოედნის საფარის გამოცვლა, რის გამოც გუნდები ერთმანეთს სავარაუდოდ ‘’ადელზე’’ დაუპირისპირდება. ავტორი: ცოტნე ხარებავა
|