ორშაბათი, 20.05.2024, 08:06
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 28 » ზესტაფონი-კოლხეთი 2-1
21:40
ზესტაფონი-კოლხეთი 2-1


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩი ზესტაფონში, სადაც ადგილობრივი გუნდი ფოთის ,,კოლხეთს'' მასპინძლობდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხა, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო ჯაბა დვალი, რომელმაც მატჩში დუბლი შეასრულა. სტუმართა მხრიდან კი მატჩის 51 წუთზე თავი გამოიჩინა მანუჩარ წიქარიშვილმა. მატჩის არბიტრს ალექსანდრე კრიჭაშვილს ექვსჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ამოღება, აქედან ხუთი პირველ ტაიმში. ფოთელთა მხრიდან გაფრთხილებები მიიღეს: ვაჟა ლომაშვილმა, ომარ გოგონაიამ, დავით ციცხვაიამ და გიორგი ლემონჯავამ, ხოლო მასპინძელთა მხრიდან გოგა ფიფიამ და დუბლის ავტორმა ჯაბა დვალმა. შეგახსენებთ რომ წინა ეტაპზე ხობის ,,კოლხეთთან'' პირველ შეხვედრაში ფოთელებმა ანალოგიური შედეგი აჩვენეს, მაგრამ განმეორებით მატჩში დავით ციცხვაიას გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე ზღვისპირელები გავიდნენ, ვნახოთ შეძლებენ თუ არა, იგივე შედეგის ჩვენებას ფოთელები ზესტაფონთან. შეგახსენებთ რომ განმეორებითი მატჩი, 2 ნოემბერს ჩატარდება, დღის 15:00 საათზე.

გთავაზობთ მატჩის ვიდეო მიმოხილვას:


კატეგორია: თასი | ნანახია: 1020 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

Добавил: alkorkoni
  
0

xo, vecdebi...
Дата публикации: 28.09.2011 в 23:53 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0