ორშაბათი, 20.05.2024, 15:05
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » აგვისტო » 15 » ზესტაფონი-კოლხეთი 1:1 1:0 ძარია (31), 1:1 ლ.ქებაძე
19:00
ზესტაფონი-კოლხეთი 1:1 1:0 ძარია (31), 1:1 ლ.ქებაძე
ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 3500 მაყურებელი
ზესტაფონი-კოლხეთი 1:1
1:0 ძარია (31), 1:1 ლ.ქებაძე (52.წიქარიშვილის პასით)

ზესტაფონი კოლხეთი
4-4-2 4-2-3-1
კვასხვაძე ნადირაშვილი
ღონღაძე ცხვიტარია
კობახიძე ინწკირველი
ონიანი შავგულიძე
ელიავა ლემონჯავა
ბაბუნაშვილი ცხადაია
დაუშვილი გვალია
ძარია მდივნიშვილი
გორგიაშვილი ლომაშვილი
ლომია ჯანაშია
წინამძღვრიშვილი ციცხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.გეგუჩაძე ს.ფილია

36.ძარია - ჭანკოტაძე
63.ელიავა - ალადაშვილი
68.ბაბუნაშვილი - გრიგალაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, სარდალიშვილი, საჯაია

41.ციცხვაია - წიქარიშვილი
46.ცხადაია - ქებაძე
77.გვალია - გულუა
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თედიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გოგონაია

გაფრთხილება: ცხვიტარია (36), კობახიძე (86), ლომაშვილი (90)
გაძევება: გოგონაია (70.სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი

ფოთის "კოლხეთმა" ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო და პირველ ტურში რუსთავიდან წამოღებულ ქულას, ”ზესტაფონთან" სენსაციური ფრე მიაყოლა.
ზესტაფონელებს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, მატჩის უმეტეს ნაწილში ისინი ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ ვერავინ იტვის, რომ ფოთელებმა დაუმსახურებელი ქულა წაიღეს იმერეთიდან. სოსო ფილიას შეგირდებმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და მატჩის ბოლოს ლევან გულუას რომ ჩინებული შანსი არ გაეშვა ხელიდან, უფრო დიდი სენსაციის სუნიც დატრიალდებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას უეფას ლიგის გათამაშებაში ,,ზესტაფონის" მეტოქის, ,,ბრიუგეს" ორი დამკვირვებელი ესწრებოდა, რომელთანაც ,,ზესტაფონს" მომავალ ხუთშაბათს უწევს დაპირისპირება. სავარაუდოდ, ზემოიმერელთა გონება სწორედ ამ მატჩისკენ იყო მიმართული და ალბათ, ფეროელები ბელგიელი ემისრების თვალწინ ბოლომდე არ გაიხსნენ. თუმცა, ეს კოლხთა კარგ თამაშს არანაირად არ აკნინებს.

ზესტაფონში ჩემპიონატი შაბათს გაიხსნა და მატჩამდე ტრადიციულად გუნდის კაპიტნებმა გიორგი ონიანმა და ალექსანდრე ინწკირველმა ეროვნული ჰიმნის ფონზე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს. მასპინძლებს ტრავმირებული გელაშვილი და დისკვალიფიცირებული დვალი და აფციაური აკლდათ. სათადარიგოთა სკამზე იყო ზესტაფონელთა ბოლო დროის საუკეთესო ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშა. გეგუჩაძემ მას დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც მოუხდა გრიგალაშვილის მოედანზე შეყვანა.

შეხვედრა საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ, მაგრამ პირველად კარში ფოთელებმა დაარტყეს, თუმცა, ციცხვაიას საჯარიმო დარტყმის მოგერიება კვასხვაძეს არ გასჭირვებია. ზესტაფონელთა პირველივე სახიფათო შეტევა კი წესით გოლით უნდა დაგვირგვინებულიყო, დაუშვილის გადაცემის შემდეგ წინამძღვრიშვილს მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მეკარე ნადირაშვილს ვერ აჯობა, რომელმაც თავგანწირული ნახტომით შეძლო ბურთის მოგერიება.

ფოთელთა კიპერი ამის შემდეგაც შესამჩნევი ფიგურა იყო. მან რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი მაგრამ, 31 წუთზე ძარიას შესანიშნავი დარტყმისას ისიც უძლური აღმოჩნდა. ნადირაშვილს ამ ეპიზოდში მცველები ეფარებოდნენ, თანაც ზესტაფონელთა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან ისე უზადოდ დაარტყა, რომ მეკარეს შანსი არ დაუტოვა1:0.

გოლიდან რამდენიმე წუთში ძარია შესაცვლელი გახდა, ამის მიზეზი წელის ტკივილი ყოფილა, რის გამოც გეგუჩაძემ მას დასვენების საშუალება მისცა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის ჩინებული შანსი ჰქონდათ, წინამძღვრიშვილი ახლოდან თავით ურტყამდა, მაგრამ ნადირაშვილმა ამჯერადაც საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სტუმართა მეკარის ბრწყინვალე თამაშით ზესტაფონელი ქომაგიც არ დარჩენილა გულგრილი და ნადირაშვილმა გულშემატკივრებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.

მეორე ტაიმი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. ფოთელები გააქტიურდნენ და უპირატესობაც ხელთ იგდეს. სოსო ფილიას შეცვლებმაც გაუმართლა. მანუჩარ წიქარიშვილი და ლაშა ქებაძე თამაშში კარგად ჩაერთვნენ. სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა გამათანაბრებელი გოლი. 52-ე წუთზე ზესტაფონელებმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგეს ბურთი, ჩინებულად ითამაშა წიქარიშვილმა, მან ონიანი ცრუმოძრაობების კასკადით ჩამოიტოვა, ქებაძესაც არ დაუგვიანა პასი, რომელმაც საჯარიმოს გარედან ძლიერად გაისროლა და ბურთი ზესტაფონელთა კარის ცხრიანში მოათავსა - 1:1.

გაშვებული გოლის შემდეგ ჩემპიონები კარგა ხანს ვერ მოვიდნენ გონს. ფოთელები კი ყოჩაღად გამოიყურებოდნენ და ზესტაფონელთა დასჯაც შეეძლოთ, მაგრამ 73 წუთზე შავგულიძის შორეული საჯარიმო დარტყმა მცირედით გადასცდა ხარიხას.

ცოტა ხანში უსიამოვნო ფაქტის მომსწრე გავხდით. სტუმართა სათადარიგო მოთამაშე ომარ გოგონაიასა და ზესტაფონელ ქომაგს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც არბიტრმა ფოთელ ფეხბურთელს წითელი ბარათი აუფრიალა. ზესტაფონელები ცოტათი გამოფხიზლდნენ და 80 წუთზე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, ღონღაძემ ფლანგზე იაქტიურა და საჯარიმოში ჩააწოდა, მეკარე გამოსვლაზე შეცდა და მცველების გარემოცვაში მყოფმა წინამძღვრიშვილმა თავით სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

რამდენიმე წუთში ფოთელებს ჰქონდათ 100% იანი შანსი გვალიამ გულუა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ამ უკანასკნელმა იჩქარა და არაზუსტად დაარტყა. მატჩის ბოლოს ,,ზესტაფონმა" შეუტია, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

სოსო ფილია: ,,კარგი შედეგი ვაჩვენეთ და ოქროს ქულა მოვიპოვეთ. ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს, იღბალმაც არ გვაქცია ზურგი, თორემ პირველ ტაიმში მეორე ბურთი რომ გაგვეშვა თამაშის შემოტრიალება ძნელი იქნებოდა. მეორე ტაიმში კი თავად გვქონდა გამარჯვების შანსი... ,,ზესტაფონს ,,ბრიუგესთან მატჩში წარმატებებს ვუსურვებ.

გია გეგუჩაძე: ,,ამ მატჩში მოასაგებად გამოვედით, მაგრამ ფეხბურთელები გადაღლილები არიან და ვფიქრობ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. მოულოდნელი არაფერი ყოფილა.

სატურნირო ცხრილი
გაგრა 2 2 0 0 6 1 6
დინამო 2 2 0 0 4 1 6
მეტალურგი 2 1 1 0 2 0 4
ზესტაფონი 2 1 1 0 3 2 4
ბაია 2 1 0 1 3 2 3
ტორპედო 2 1 0 1 2 2 3
ვიტ ჯორჯია 2 1 0 1 4 5 3
მარტვილია 2 1 0 1 2 3 3
კოლხეთი 2 0 2 0 1 1 2
დილა 2 0 0 2 3 5 0
სპარტაკი 2 0 0 2 1 4 0
სიონი 2 0 0 2 1 6 0
ნანახია: 830 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

Добавил: alkorkoni
  
+1

არ ვიცი, გავიგებ და დავწერ...
Дата публикации: 16.08.2011 в 11:54 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0