ორშაბათი, 20.05.2024, 12:04
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » 13.08.2011. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი-1913” (ფოთი) - 1-1
00:05
13.08.2011. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი-1913” (ფოთი) - 1-1


მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ფოთის საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთი-1913-ს” უმასპინძლა. მატჩის დაწყებამდე გუნდების კაპიტნებმა გიორგი ონიანმა და ალექსანდრე ინწკირველმა, საფეხბურთო სეზონის ზესტაფონში დაწყების ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. იმის მიუხედავად, რომ ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ზესტაფონელებს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ, შეხვედრის პირველი ტაიმი მათი საგრძნობი უპირატესობით წარიმართა. რამდენიმე სახიფათო მომენტის გაცუდების შემდეგ, 31-ე წუთზე ირაკლი ძარიამ თავის გუნდი შორიდან დარტყმით დააწინაურა. მალევე მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი მიეცათ, მაგრამ ფოთელთა გოლკიპერმა ლადო ნადირაშვილმა რატი წინამძღვრიშვილს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. მეორე ტაიმში კი მასპინძლები მოეშვნენ, ტემპსა და თამაში ხარისხს უკლეს, რითაც მეორე ნახევრის დასაწყისშივე (52-ე წუთი) კარგად ისარგებლეს სტუმრებმა და ლაშა ქებაძემ ანგარიში საყაიმო გახადა. შეხვედრის დარჩენილი წუთები მარგველებმა შეტევებში გაატარეს, ხოლო ზღვისპირელები ბედს სწრაფ კონტრაქციებში ეძებდნენ, თუმცა ორივე გუნდის მცდელობა ანგარიში სათავისოდ შეეცვალა, უშედეგო აღმოჩნდა - ფრე 1-1.
ნანახია: 1179 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

Добавил: alkorkoni
  
+1

ნადირაშვილმაც მაგრად იმეკარევა... ყველანი მაგრები იყვნენ... ასე უნდა გავაგრძელოთ bravo
Дата публикации: 14.08.2011 в 10:51 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0