ორშაბათი, 20.05.2024, 15:53
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 16 » ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
10:12
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი მატჩი და კოლხეთმა კიდევ ერთი მატჩი წააგო. “მცხეთა პარკზე” უინტერესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა. 32-ე წუთზე, ფოთელთა კონტრშეტევისას, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კილასონიას ჩამოწოდების მერე, ლაშა ქებაძემ თავით სახიფათოდ დაარტყა და მარცხენა “ცხრიანში” წასული ბურთი გიორგი ძაძამიამ კუთხურზე გადააგდო. “კოლხების” შესრულებული სტანდარტულის შემდეგ თბილისელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით, პავლე დათუნაშვილმა კარგად ისარგებლა და ყოფილი გუნდის კარი აიღო.
გაშვებულმა გოლმა “ვეტერინარებზე” ცივი შხაპივით იმოქმედა და მათ ჯერ თანაფარდობა აღადგინეს, რაშიც მეტოქეც დაეხმარა და ტაიმის მიწურულს კიდეც დაწინაურდნენ. 34-ე წუთზე, ჯანელიძემ, რომელიც ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო და კარგი პასით, მეტოქის საჯარიმოში გიორგი კორიფაძე მოძებნა, რომლის დარტყმის მერე მარჯვენა მახვილი კუთხიდან, გიორგი ლემონჯავა ბურთის მოგერიებას ნახტომში ცდილობდა, თუმცა პირიქით, ავტოგოლი მიითვალა.
მასპიძლებმა აღებული ტემპი არ შეანელეს და 38-ე წუთზე ჯანელიძემ “კოლხეთის” საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციათი ძლიერად დაარტყა – მინდია ბობღიაშვილმა ბურთი ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ფოთელებმა კონტრშეტევა განახორციელეს და მანუჩარ წიქარიშვილის პასის შემდეგ, ლაშა გვალია ცდილობდა დაერტყა, მაგრამ კარიდან გამოსულმა ძაძამიამ დაასწრო.
41-ე წუთზე, ბესიკ ჩიმაკაძემ საჰაერო ორთაბრძოლა ლექსო ინწკირველს მოუგო, ხოლო იქვე მდგომმა ჯანელიძემ, ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად და, რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა – გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა.
44-ე წუთზე წიქარიშვილი წაიქცა “ვეტერინართა” საჯარიმოში მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს და ამჯერად, მსაჯმა ფოთელებს არ ათხოვა ყური, რომლებიც თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ.
64-ე წუთზე, “ვიტ ჯორჯიას” კართან ახლოს მდგომი ზამირ ჯანაშია აშკარად არ ელოდა გიორგი კილასონიას ჩამოწოდებას და შესაბამისად, ვერც ბურთი დაიმორჩილა.

ზურაბ ბერიძე: “თავიდანვე ვიცოდი, რომ მძიმე თამაში იქნებოდა. საკუთარ კარში ბურთი ჩვენი უხეში შეცდომის შემდეგ მივიღეთ. თუმცა, ბიჭებმა ძალები მოიკრიბეს, კონცენტრაცია მოახდინეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ”.

სოსო ფილია: “ჩვენი უპირველესი პრობლემა ისაა, რომ თავდასხმაში მოვიკოჭლებთ. შეტევაში ძალიან გვიჭირს. გუნდებმა უფრო ბრძოლაში გაატარეს სათამაშო დრო, ვიდრე სანახაობრივ ფეხბურთში. ვფიქრობ, ბრძოლის ხარჯზე ფრეს ვიმსახურებდით”.

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 2:1 (2:1)
15 ოქტომბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი”.
ვიტ ჯორჯია: ძაძამია, დავით ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი, ვასაძე (გიორგი გურეშიძე, 56), კორიფაძე (გიორგი ვაშაკიძე, 61), გიორგი ჯანელიძე (კ), ზაქრაძე (ოთარიშვილი, 84), გურამ გურეშიძე, ბესიკ ჩიმაკაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
კოლხეთი: ბობღიაშვილი, გიორგი კილასონია, ლომაშვილი, ინწკირველი, ლემონჯავა, გვალია, პავლე დათუნაიშვილი (შავგულიძე, 73), ქებაძე, წიქარიშვილი (ციცხვაია, 58), მდივნიშვილი, გოგონაია (ზამირ ჯანაშია, 46).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია
გოლები: 0:1 დათუნაიშვილი (32), 1:1 ლემონჯავა (34, საკუთარ კარში), 2:1 ჯანელიძე (41).
გაფრთხილება: მდივნიშვილი (23), ღანიაშვილი (74), გვალია (76), გურამ გურეშიძე (81).
ნანახია: 861 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 4.5/2
სულ კომენტარები: 3

Добавил:კოლხეთის ფანი!!!
  
0

ისე ფილია კონტრშეტევებზე ათამაშებს კარგად გუნდს და ახლა კარგია გასვლები გვაქვს სულ და შედარებით უკეთ ვთამაშობთ და საკუთარ მოედანზე რომ დაგვეწყება თამაშები ალბათ ჯობს ისეთი მწვრთნელი იყოს მერე რომელიც უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს თორემ ასეტი თამაშით ყველა ჩაგვიკეტავს თამაშს და ვერავის მოვუგებთ მერე. ნახეთ თუ გინდა სიონთან შეიძლება მოვიგოთ სახლში ახლა მაგრამ ძაან გაგვიჭირდება...
Дата публикации: 18.10.2011 в 22:05 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0