ორშაბათი, 20.05.2024, 08:52
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი
22:00
თასის მერვედფინალის საპასუხო მატჩი


ზღვისპირელთა და ზემოიმერელთა საპასუხო სათასო შეხვედრას, ფოთის სტადიონ ”ფაზისზე” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის სტადიონმა უმასპინძლა.

ერთ დროს დიდებული სპორტული ნაგებობის სადღეისო მდგომარეობას სავალალო ეთქმის. დავიწყოთ იმით, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საფარის მდგომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება პროფესიული ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს. გავაგრძელოთ იმით, რომ საქართველოს ჩემპიონისა და ქვეყანაში ერთ-ერთი ტიტულოვანი, ფოთური კლუბის დაპირისპირება ბურთის მომტანი ბიჭების გარეშე ჩატარდა. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, თავდაპირველად მატჩი 1 სათამაშო და 3 სათადარიგო ბურთით დაიწყო, არადა ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში გარკვევით წერია, რომ მატჩის ჩასატარებლად მინიმუმ 5 ბურთია საჭირო (დავით აბაშიძეზე მატჩებისას 12 სათამაშო ბურთის გამოყენება ხდება). ამ ნაკლოვანების გამოსწორება მხოლოდ ზესტაფონელთა ზეპირი მოწოდების შემდეგ მოხდა, თუმცა ამ დროს ახალმა ”გაჭირვებამ” იჩინა თავი - აღმოჩნდა, რომ ”სათამაშო” 5 ბურთიდან მინიმუმ ორი გასაბერი იყო. ამ პრობლემასთან ბრძოლა მატჩის მეოთხე არბიტრს ე.წ. ”ნასოსით” ხელში მოუხდა. ყველაფრის ამის ფონზე, ის, რომ სტადიონის ტრიბუნებზე არ აღმოჩნდა ერთი მოქმედი დენის წყარო, რომელშიც კომპიუტერის შეერთება იქნებოდა შესაძლებელი, სულაც აღარ გამოიყურება პრობლემად. არადა, სწორედ, ამის გამო საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” ოფიციალური საიტის მომხმარებელმა პირდაპირ ტექსტურ რეპორტაჟს ვერ ადევნა თვალი.

ასეთი შესავლის შემდეგ, საფეხბურთო მატჩის პერიპეტიებზე საუბარი ზედმეტობად გვეჩვენება. უბრალოდ, ვიტყვით იმას, რომ ხვიჩა გაგნიძის საფინალო სასტვენმა მატჩის მონაწილენი ერთი მიზეზის გამო გაახარა - დღევანდელი ”განსაცდელის” მიუხედავად ფეხბურთელებმა მინდორი ტრავმების გარეშე დატოვეს.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეოთხედფინალშია.


02.11.2011. ”კოლხეთი-1913” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 0-0

მორიგ შეხვედრას ფოთის ”კოლხეთი” 6 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩში ფოთელები ისევ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
კატეგორია: თასი | ნანახია: 950 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

Добавил:თემო
  
0

eeh : (((
Дата публикации: 02.11.2011 в 22:07 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0