ორშაბათი, 20.05.2024, 16:09
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » "ტორპედო-2" 1:1 "კოლხეთი-2"
15:14
"ტორპედო-2" 1:1 "კოლხეთი-2"


27 ოქტომბერს საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის "ტორპედო-2"-მა საღორიის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ფოთის "კოლხეთის" მეორე გუნდს უმასპინძლა.

ქუთაისელთა დუბლებში აღნიშნულ თამაშზე ის ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებიც ბოლო ხანს ძირითად გუნდთან ერთად ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ.

თამაში მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა. "ტორპედო-2"-ს უამრავი მცდელობა მეტოქის კარის აღებისა, პირველ ტაიმში უშედეგოდ დასრულდა. სტუმრები გარდა სხვა მიზეზით არ გასული გოლისგან, ოთხჯერ ძელმა გადაარჩინა.

მეორე ტაიმში ქუთაისელთა მრავალმხრივი იერიშების მიუხედავად, გოლი ფოთელებმა გაიტანეს - მე-80 წუთზე კონტრშეტევაზე გადასულმა სტუმართა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან დარტყმით ბურთი მიზანში მოახვედრა - 0:1.

ხუთ წუთში "ტორპედოს" დუბლებმა გაათანაბრა - შეტევის გადამწყვეტი დარტყმა დავით კირკიტაძემ ზუსტად შეასრულა - 1:1. საბოლოო ანგარიშიც ასეთი დაფიქსირდა.

"ტორპედო-2": ქვილითაია, მირცხულავა, მანჩხავა (ცოტნე ხარაბაძე 65), ფარულავა, ტაბატაძე (კეპულაძე 46), ჯანაშია, ჩიკვილაძე, არახამია (შერგელაშვილი 46), კირკიტაძე, კაპანაძე (კაკუშაძე 60), მარკოზაშვილი (გიორგი ხარაბაძე 46).

http://fctorpedo.ge
ნანახია: 900 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

Добавил:lasha
  
0

4 dzeli? tyuili informacia saidan?
Дата публикации: 30.10.2011 в 21:15 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0