ორშაბათი, 20.05.2024, 09:47
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 25 » სპარტაკი-კოლხეთი 1-1
22:37
სპარტაკი-კოლხეთი 1-1


სულ რაღაც 10 წუთი დააკლდა “სპარტაკს” პირველ საჩემპიონატო მოგებასთან. ბუბა რუხაძე, რომელმაც ასე მიუახლოვა ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილი გუნდი “ისტორიულ” წარმატებას, შემთხვევით მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. მატჩისწინა მოთელვაზე ირაკლი სამხარაძემ ტრავმა მიიღო და გამოცდილმა სპეციალისტმა, თავის გამოჩენის შანსი გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ ახალგაზრდას მისცა. მანაც გაუმართლა და მერე როგორ. 34-ე წუთზე, ნიკა მაისურაძის მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთზე, რუხაძემ ყველას დაასწრო და ცხინვალელები წინ გაიყვანა - 1:0.
სტუმართა თავკაცმა, მინდია ბობღიაშვილს სეზონში პირველად ანდო კარის დარაჯობა და როგორც აღმოჩნდა, არც მას წაუგია რამე. გამოცდილი კიპერი დამაჯერებლად იდგა საკუთარი სამფლობელოს სადარაჯოზე, თუმცა, ორჯერ ვერც მისი ოსტატობა უშველიდა “კოლხეთს” - ერთხელ, მაისურაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ, მეორედ კი შონიას გასროლილი ძელმა მოიგერია.
მოკლედ, ფორტუნას ფოთელები წასაგებად არ ემეტებოდა და ამაში ხელი (უფრო ფეხი) თავადაც უნდა გამოეღოთ. ჰოდა, მე-80 წუთზე ასეც მოხდა. ლაშა ქებაძის შორეული და ძლიერი დარტყმის შემდეგ, ლაშა ძაგანიამ ბურთი კარგად ვერ შეიმაგრა და უკან გამოვარდნილზე ყველას ზამირ ჯანაშიამ დაასწრო - 1:1.
ნანახია: 1069 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

Добавил: alkorkoni
  
0

gio
იღბალი არ გვაქვს რა...
irakli
წერია, მარჯვნივ მომდევნო მატჩი და მარცხნივ კალენდარი. მომდევნო მატჩი ზესტაფონთან გვაქვს თასზე სტუმრად 20 სექტემბერს 4 საათზე
Дата публикации: 26.09.2011 в 16:15 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0