ორშაბათი, 20.05.2024, 08:29
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 24 » სპარტაკი–კოლხეთი
16:31
სპარტაკი–კოლხეთი


25.09, 16:00. თბილისი, “მიხეილ მესხი”. “სპარტაკი” (ცხინვალი) - “კოლხეთი” (ფოთი)
დისკვალიფიცირებულები: კობა შალამბერიძე (სპარტაკი); ვაჟა ლომაშვილი (კოლხეთი).
მსაჯები: ო. ხეცაძე; ზ. მენთეშაშვილი, დ. კურტანიძე; ა. ნონიკაშვილი.
სატურნირო ცხრილის მეზობლების მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: მასპინძლები ჯერაც მოუგებლად ასპარეზობენ, "კოლხეთი" კი, ფაქტობრივად, მხოლოდ სტუმრად ახერხებს ქულების მოგროვებას. აუტსაიდერთა დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას მატებს მწვრთნელთა "დუელიც" - თორმეტივე გუნდის თავკაცთა შორის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტჯერ ვლადიმერ ხაჩიძესა და სოსო ფილიას გაუყვანიათ მოედანზე თავანთი გუნდები. თუმცა, ამ ორივე სტაჟიან სპეციალისტს, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი გუნდების სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მართებთ და ხვალინდელ შეხვედრაშიც ერთობ დაძაბულ და საინტერესო თამაშს უნდა ველოდოთ.
”სპარტაკმა” ძველ-ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით უკვე გამართა ერთი ოფიციალური მატჩი. ვლადიმერ ხაჩიძემ ცხინვალელები წინა ტურში ”გაგრასთან” ათამაშა და გუნდის აქტივს საბრძოლო ფრე (0:0) შემატა. შიდაქართლელებს ახლაც ტოლ-სწორი მეტოქე ჰყავთ და თუ ამ გუნდების ”ჩაკეტილი” თამაშის სტილს გავითვალისწინებთ, გოლების წვიმა არც ამჯერად უნდა იყოს მოსალოდნელი.
ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეტოქეები ერთმანეთს ექვსჯერ არიან შენახვედრი. ფოთელთა აქტივში 3 მოგებაა, ცხინვალელთა კი 1. ”კოლხეთი” უპირატესობას გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობაშიც ფლობს - 7:5.
ნანახია: 762 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

Добавил:irakli
  
0

alkorkoni დანარჩენი ყველაფერი რიგზეა? ნეტა ასე იყოს,ძაან გამიხარდება
Дата публикации: 26.09.2011 в 11:08 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0