ორშაბათი, 20.05.2024, 08:52
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 14 » ფოთელთა წარმატება
09:48
ფოთელთა წარმატება


უფრთხილდით ფილიას!
ტურის მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ”კოლხეთის” წარმატება იყო - ფოთელებმა სეზონში
პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ეს მიღწევა უფრო მეტად იმითაც არის დასაფასებელი,
რომ სტუმრად ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხეს. აქვე, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ
სეზონში ”კოლხეთმა” უკვე ”მოასწრო” და სტუმრად არანაკლებ ძლიერ მეტოქეებთანაც
შეძლო ქულების მოპოვება. შეგახსენებთ, რომ ფოთელებმა პირველ ტურში რუსთავში, ”მეტალურგთან” ითამაშეს ფრედ, მომდევნო ტურში კი ქვეყნის ჩემპიონ ”ზესტაფონთან”
მიაღწიეს ანალოგიურ შედეგს.

მოკლედ, გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფილიას შეგირდები ”ავტორიტეტთა რისხვად”
იქცნენ და ამ გუნდისგან კვლავაც არაერთი სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

ფოთის ,,კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია და სამი მცველი (ცხვიტარია,
ინწკირველი, გოგონაია) გაზეთ "ლელოს" მიერ შედგენილ ტურის სიმბოლურ გუნდში
მოხვდა.

საერთო ჯამში სიმბოლური ნაკრების ასე გამოიყურება:
მწვრთნელი: სოსო ფილია (კოლხეთი)
მეკარე: სომხიშვილი (ბაია)
მცველები: ცხვიტარია (კოლხეთი), ინწკირველი (კოლხეთი), გოგონაია (კოლხეთი),
ჯაფარიძე (მეტალურგი)
ნახევარმცველები: კუხიანიძე (ტორპედო), გ. დათუნაიშვილი (ტორპედო),
პ. ხორგუაშვილი (დილა), გუგუჩია (ბაია)
თავდამსხმელები: კოშკაძე (დინამო), ტატანაშვილი (მეტალურგი)
ნანახია: 918 | დაამატა: sabasaba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

Добавил: alkorkoni
  
0

ასე განვაგრძოთ და ცოტა ხანში ყველა ფეხბურთელი კოლხეთიდან იქნება : D kolxeti kolxeti kolxeti bravo winner me_miyvars_kolxeti 5
Дата публикации: 14.09.2011 в 16:01 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0