ორშაბათი, 20.05.2024, 08:52
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 11 » ფოთელთა წარმატება
10:03
ფოთელთა წარმატება


ფოთის "კოლხეთმა" სეზონის პირველი გამარჯვება თბილისში მოიპოვა, სადაც მან ,,გაგრა'' დაამარცხა.
მე-16 წუთზე შალვა კვანტალიანმა ჯარიმა მოიპოვა, დათა სიჭინავამ კი ტექნიკური დარტყმით კედელს გადაავლო ბურთი და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სიჭინავა სწორედ "კოლხეთიდან" გადავიდა "გაგრაში" და ყოფილი გუნდი გაამწარა.
26-ე წუთზე ომარ გოგონაიას 25-27 მეტრიდან დარტყმული ბურთს ქარმა მიმართულება შეუცვალა და კონსტანტინე სეფიაშვილის კარში აღმოჩნდა. სწორედ ამ გოლით გათანაბრდა ანგარიში.
და მალევე, ფოთელებმა კინაღამ მეორე ბურთი გაუშვეს. სიჭინავამ მარჯვნიდან ჩააწოდა, კვანტალიანმა თავით მოახერხა დარტყმა და სტუმართა მეკარე ლადო ნადირაშვილმა რთული ბურთი მოიგერია.
გადამწყვეტი ბურთი კი ტაიმის ბოლოს გავიდა - ლაშა გვალიას შორიდან გასროლილი სეფიაშვილმა მოიგერია, ზამირ ჯანაშიამ შორეულ ძელთან გააკეთა პასი და შეტევაში ჩართულმა მცველმა პაატა ცხვიტარიამ ახლო მანძილიდან დააწინაურა ზღვისპირელები – 1:2.
შესვენების წინ, გვალიამ შორიდან ძელს მოარტყა ბურთი.
რაც შეეხება მეორე ტაიმს დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტი არც ერტი გუნდის კართან არ შექმნილა და ლოგიკურად, დატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

10.09. 16:00. თბილისი. "მერანი". 700 მაყურებელი
"გაგრა" – "კოლხეთი" (ფოთი) 1:2 (1:2)
გაგრა: სეფიაშვილი, ხუციძე, ზვიად ჩხეტიანი (მაგაჯი 68), გაბუნია, კალანდაძე, ნაკონეჩნი, ჯიშკარიანი (ქართველიშვილი 85), შარიქაძე, სიჭინავა (ჭკუასელი 46), ორდინსკი, კვანტალიანი.
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ინწკირველი, ლომაშვილი, შავგულიძე, ლემონჯავა, გოგონაია, გვალია (ცხადაია 73), პაატა დათუნაიშვილი (გულუა 87), ქებაძე, ჯანაშია (მდივნიშვილი 66).
მწვრთნელი: სოსო ფილია.
გოლები: 1:0 სიჭინავა (16), 1:1 გოგონაია (26), 1:2 ცხვიტარია (43).
არბიტრი: ლაშა სილაგავა.

სხვა მატჩები:
დილა - დინამო 1:2 (0:1)
ვიტ ჯორჯია - მეტალურგი 0:2 (0:0)
ტორპედო - სიონი 2:0 (2:0)
ზესტაფონი - მერანი 3:1 (2:0)

თ მ ფ წ ბ ქ
1 დინამო 4 3 1 0 8:4 10
2 ბაია 4 3 0 1 8:2 9
3 გაგრა 5 3 0 2 9:6 9
4 ზესტაფონი 4 2 2 0 8:5 8
5 მეტალურგი 5 2 2 1 4:2 8
6 მერანი 5 2 1 2 4:6 7
6 ტორპედო 4 2 0 2 4:3 6
8 კოლხეთი 5 1 2 2 3:5 5
9 ვიტ ჯორჯია 5 1 2 2 5:8 5
10 დილა 4 1 0 3 5:7 3
11 სპარტაკი 4 0 2 2 1:4 2
12 სიონი 5 0 2 3 2:9 2

შენიშვნები
• სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 2 წრის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები, ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით და გატანილ-გაშვებული ბურთებით, ორ წრედ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისა და უეფას ევროპის ლიგის საგზურებისთვის. ბოლო 4 გუნდი კი, პირველი ლიგის ზონებში დაწინაურებულ ორ-ორ გუნდთან ერთად (8 გუნდი ორ წრედ ნულიდან), გაითამაშებენ უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს.

ბომბარდირი
შალვა კვანტალიანი (გაგრა) - 3, ჩისკო (დინამო) - 3, ალვარო (დინამო) - 2, ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 2, რატი წინამძღვრიშვილი (ზესტაფონი) - 2, ირაკლი ქობალია (ბაია) - 2, დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) - 2, დათა სიჭინავა (გაგრა) - 2, ნოდარ ნოზაძე (დილა) - 2 (1 პენალტით).
ნანახია: 947 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

Добавил:gregory
  
0

დღეს ზუგდიდში, თასზე ხობს ვეთამაშებით.
Дата публикации: 13.09.2011 в 11:16 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0