ორშაბათი, 20.05.2024, 12:38
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » მერანი vs კოლხეთი
21:24
მერანი vs კოლხეთი
მერანი vs კოლხეთი

ფოთის კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა
ნადირაშვილი – დათუნაიშვილი, ცხვიტარია, ლომაშვილი, შავგულიძე – გვალია, ქებაძე, ცხადაია, ლემონჯავა – ციცხვაია, მდივნიშვილი



მარტვილის მერანის სავარაუდო შემადგენლობა

შეროზია – იობაშვილი, მემარნიშვილი, კაკუშაძე, ჟვანია – დიდავა, გრიგალაშვილი, ტაპე, მანწკავა – ამბროლაძე, ჩალაძე



მარტვილის მერანი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ გუნდმა საწადელს მიაღწია და არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა ქართული ფეხბურთის ელიტაში. არჩილ ჩხაბერიძის და მალხაზ ჟვანიას კოლექტივი მიმდინარე სეზონს დამაჯერებლად ატარებს და დებიუტანტის კვალობაზე მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

უმაღლეს ლიგაში აღზევებული მერანის უმთავრესი მიზანი მიმდინარე სეზონში – რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. ჯერ–ჯერობით მერანი შედარებით ძლიერ და გამოცდილ გუნდებს არაფრით ჩამოუვარდება, რაზეც დინამოსტან (2-1), ტორპედოსთან (1:0) და ვიტ ჯორჯიასთან (3:0) მოგებული შეხვედრებიც მეტყველებს. 16 შეხვედრაში მერანმა 26 ქულის მოგროვება მოახერხა და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე დამსახურებულადაც იმყოფება.

არჩილ ჩხაბერიძე, ასისტენტებთან ერთად მარტვილის მერანის სათავეში 2010 წლიდან იმყოფება. მისი ხელმძღვანელობით მერანმა საქართველოს პირველი ლიგის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა საქართველოს თასის მფლობელსა და პირველი ლიგის გამარჯვებულ გაგრას. მარტვილელები თამაშიდან–თამაშამდე პროგრესირებს და თავს საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიით იწონებს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტი მერანი რვა საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დაუზავდა მოწინააღმდეგეს (გორის დილას,) დანარჩენ შვიდ შემთხვევაში მერანმა ქულათა მაქსიმუმის მოპოვება მოახერხა.

სუსტი და ძლიერი მხარეები:
მარტვილის მერანის სუსტ და ძლიერ მხარეზე საუბრისას, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი მომავალი მეტოქის სტატუსს – დებიუტანტი. ახალბედა გუნდის კვალობაზე მერანი შესანიშნავ სეზონს ატარებს. 17 შეხვედრაში მერანმა მეტოქეთა კარი 22–ჯერ დალაშქრა, საპასუხოდ კი 19 ბურთი მიიღო. მარტვილელების სუსტ მხარეს მათი გამოუცდელობა განაპირობებს. მერანი გასვლით შეხვედრებში მოიკოჭლებს. უმაღლეს ლიგაში გამართული რვა გასვლით შეხვედრიდან, ჩვენი მომავალი მეტოქე, ხუთჯერ დამარცხდა. ერთხელ ფრედ ითამაშა, ორ შემთხვევაში შეხვედრა მარტვილელთა გამარჯვებით დასრულდა. მერანის სიძლიერეს ნახევარდაცვის რგოლი განაპირობებს. გუნდის ხერხემალს გამოცდილი – გივი დიდავა და ნუკრი მანწკავა შეადგენენ. ხსენებული მოთამაშეები მოედანზე საფეხბურთო ამინდს ქმნიან. მიმდინარე სეზონში მერანი ყველაზე ძლიერად 60–75 წუთიან მონაკვეთს თამაშობს. დროის ამ შუალედში მარტვილელებმა მოწინააღმდეგეთა კარი 7–ჯერ დალაშქრეს.

მარტვილის მერანი ერთ–ერთ იმ გუნდთაგანია, რომელიც საკუთარ ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფურცელს მიმდინარე სეზონში წერს. მერანი არსებობის განმავლობაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აღნიშვნის ღირსია 2009/2010 წლების სეზონი, როდესაც ჩვენი მომავალი მეტოქე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა. თასის გათამაშების 1/2 ფინალური რაუნდის პირველ შეხვედრაში მერანმა მარტვილში ვიტ ჯორჯიას 1:0 სძლია, საპასუხო შეხვედრა კი რუსთავში, ფოლადის სტადიონზე გაიმართა და ვეტერინართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა – მერანი ფინალს მიღმა აღმოჩნდა. მერანის მიღწევა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალში გასვლა და პირველი ლიგაში ორჯერ დაკავებული მესამე ადგილი და გასულ სეზონში მოპოვებული მეორე ადგილი გახლავთ, რომლის შედეგადაც მარტვილელები უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ.

მოამზადა kolkheti.tk-ს ადმინისტრაციამ
ნანახია: 1613 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

Добавил:ს.კ.კოლხეთი
  
0

TORPEDO
didi danaklisi iqneba... : ( magari fexburtelia...
Дата публикации: 24.12.2011 в 20:21 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0