ორშაბათი, 20.05.2024, 12:38
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » მეგრული დერბი და პირველი მარცხი
20:33
მეგრული დერბი და პირველი მარცხი


სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა დერბული მატჩი ზუგდიდში სადაც ზუგდიდის ,,ბაიას'' ფოთის ,,კოლხეთი'' ესტუმრა და სეზონის პირველი მარცხიც იწვნია უმაღლესში. მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ომარ გოგონაიამ. მოგეხსენებათ ფოთში ,,ფაზისის'' სტადიონზე მიმდინარეობს მინდვრის საფარის გამოცვლა, სამუშაოების დასრულებამდე კი ფოთელები მატჩებს სტუმრად ატარებენ. გუნდმა ზედიზედ ოთხი თამაში ითამაშა სტუმრად და ვარჯიშებიც ქალაქ გარეთ აქვთ. ზღვისპირელებმა პირველ ორ ტურში ჩემპიონატის ფავორიტებს გამოსტყუა ქულები და საკმაოდ რთული მატჩებიც ჩაატარეს. ალბათ გადაიღალნენ კიდეც. ეს ყველაფერი კი თამაშზეც აისახა და ფოთელებმა ზუგდიდში სეზონის პირველი მარციც იგემეს უმაღლესში. მაგრამ იმედია ეს მარცხი გამოაფხიზლებს ფეხბურთელებს და შემდეგში უკეთესი შედეგით დაბრუნდებიან ფოთში და გულშემატკივარსაც გაახარებენ. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს ანგარიში უკვე მეორე წუთზე გაიხსნა. ვაჟა ლომაშვილის ავტო გოლით ზუგდიდელები დაწინაურდნენ, მატჩის 86–ე წუთზე კი ზუგდიდელთა 16 წლის ფეხბურთელმა ავთანდილ ენდელაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2–0). მატჩის მსვლელობისას მსაჯს ხუთჯერ მოუწია ჯიბიდან ყვითელი ბარათის ამოღება და ხუთივე შემთხვევაში ბარათები ზუგდიდელებს ერგოთ:
ირაკლი ქობალია – 11'
ირაკლი ეხვაია – 37'
ნიკა შონია – 59'
დათა რიგვავა – 63'
ავთო ენდელაძე – 81'.
ბაია – კოლხეთი 2:0 (1:0)

ზუგდიდი. სტადიონი „გულია თუთბერიძე“

ბაია: სომხიშვილი, აფაქიძე, რიგვავა, მგელაძე, სვირავა, შონია, ეხვაია (სიხარულია 55), ლომია (კანკია 62), გუგუჩია (ენდელაძე 75), წურწუმია, ქობალია

მთ.მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი

კოლხეთი: ნადირაშვილი, ინწკირველი, ცხვიტარია, ლომაშვილი, შავგულიძე (წიქარიშვილი 75), ცხადაია, მდივნიშვილი, გვალია, ქებაძე, ჯანაშია (გულუა 75), ციცხვაია

მთ.მწვრთნელი: სოსო ფილია

გოლები: ლომაშვილი (2 საკ.კარში), ენდელაძე (86)

გაფრთხილება: ქობალია, ეხვაია, შონია, რიგვავა, ენდელაძე

მსაჯი: ოთარ ხეცაძე


სხვა მატჩები:
გაგრა - მეტალურგი 2:0 (1:0)
სპარტაკი - სიონი 0:0
ვიტ ჯორჯია - მერანი 0:0
ტორპედო - დინამო გადაიდო
ზესტაფონი - დილა გადაიდო

ცხრილი:
1. გაგრა 3 3 0 0 8:1 9
2. ბაია 3 2 0 1 5:2 6
3. დინამო 2 2 0 0 4:1 6
4. ზესტაფონი 2 1 1 0 3:2 4
5. მეტალურგი 3 1 1 1 2:2 4
6. ვიტ ჯორჯია 3 1 1 1 4:5 4
7. მერანი 3 1 1 1 2:3 4
8. ტორპედო 2 1 0 1 2:2 3
9. კოლხეთი 3 0 2 1 1:3 2
10. სპარტაკი 3 0 1 2 1:4 1
11. სიონი 3 0 1 2 1:6 1
12. დილა 2 0 0 2 3:5 0

შენიშვნები
• სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
• 2 წრის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები, ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით და გატანილ-გაშვებული ბურთებით, ორ წრედ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისა და უეფას ევროპის ლიგის საგზურებისთვის. ბოლო 4 გუნდი კი, პირველი ლიგის ზონებში დაწინაურებულ ორ-ორ გუნდთან ერთად (8 გუნდი ორ წრედ ნულიდან), გაითამაშებენ უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს.

ბომბარდირი
შალვა კვანტალიანი (გაგრა) - 3, ნოდარ ნოზაძე (დილა) - 2 (1 პენალტით).
ნანახია: 865 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

Добавил:Zugdideli
  
0

ehee aba wels vnaxavt vin vis mougebs bratci :)
Дата публикации: 03.09.2011 в 12:58 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0