ხუთშაბათი, 09.05.2024, 16:03
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » კოლხეთი მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრაში დამარცხდა...
21:30
კოლხეთი მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრაში დამარცხდა...


ზედიზედ 2 სპარინგ-მატჩის გამართვა მოუწია ფოთის “კოლხეთს”. ხუთშაბათს,
ლანჩხუთის “გურიასთან” წაგებული (0:2) საკონტროლო, დავით მახარაძის გუნდისთვის
2012 წლის პირველი შეხვედრა იყო. რაც შეეხება მეორეს, მის სათამაშოდ ფაზისელები
ზუგდიდს ეწვივნენ. “ბაიას” დათოვლილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, მეტოქეთა
მცდელობის მიუხედავად გოლი არ გასულა - 0:0.
გაგაცნობთ მეტოქე გუნდების შემადგენლობებს, რომლებიც “კოლხეთის” პრესატაშე გია
ეჯიბიამ შეგვატყობინა.
“ბაია”: I ტაიმი - ჯომიდავა, კანკია, აქუბარდია, პაჭკორია, გამრეკლიძე, ზურაბ ქვარცხავა,
გუჯეჯიანი, ფარჯიკია, ნიკა შონია, კუკავა, ეხვაია; შეცვლაზე შევიდნენ - მაქაცარია,
აფაქიძე, ტყებუჩავა, ლევან აკობია, გიორგი ქვარცხავა, კუტალია, სიხარულია, ტყემალაძე,
ენდელაძე.
“კოლხეთი”: I ტაიმი - ნადირაშვილი, დაჩი ფოფხაძე, ბოიომო, ლომაშვილი, ჯემალ გაბუნია,
ცხადაია, პავლე დათუნაიშვილი, ქებაძე, წურწუმია, იაგო დეისაძე, პავლიაშვილი;
შეცვლაზე შევიდნენ - ლევან კაკულია, გიორგი ხუბუტია, ქორჩილავა, ბარამიძე, ჭკადუა.

შეხვედრა ხელოვურსაფრიან მოედანზე ჩატარდა, გუნდებს დიდთოვლობამ შეუშალა
ხელი ბურთის ხეირიანად გაგორებაში. შეგახსენებთ, "კოლხეთს" მანამდე ქუთაისში უნდა
ეთამაშა "ტორპედოსთან", მაგრამ ისევ დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაიშალა.

ფოთის "კოლხეთი", ხვალ, 22 იანვარს პირველლიგელ ბათუმის "დინამოს" უნდა გაეჯიბროს გრიგოლეთში.
კატეგორია: ამხანაგური | ნანახია: 1323 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

Добавил: alkorkoni
  
0

ანგარიში ბექა ტუღუშმა გახსნა, ნიკა დიასამიძემ 55-ე წუთზე გაათანაბრა, პავლიაშვილი (61-ე წუთი), წურწუმია (მე-80 წუთი) 3-1
Дата публикации: 22.01.2012 в 21:08 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0