ორშაბათი, 20.05.2024, 18:28
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 28 » კოლხეთი-მეტალურგი
23:52
კოლხეთი-მეტალურგი


დაიწყო საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე. ფოთის კოლხეთი კი მე-12 ტურის მატჩს ფაზისზე მიმდინარე სამუშაოების გამო ლანჩხუთში, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე გამართავს. მატჩში ფავორიტად რუსთაველები მიიჩნევიან და უცხოური საბუქმეიქერო ტოტალიზატორებიც უპირატესობას სტუმრებს ანიჭებენ:
კოლხეთის მოგება - 4.50 ფრე - 3.40 მეტალურგის მოგება - 1.67
23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურშიც აშკარა ფავორიტებად სწორედ რუსთაველები მიიჩნეოდნენ, მაგრამ რომ არა რუსთაველთა მეკარის ბათიაშვილის შესანიშნავი თამაში მატჩის ბოლო წუთზე, სოსო ფილიას შეგირდები რუსთავიან 3 ქულითაც წამოვიდოდნენ:


რაც შეეხება გასულ სეზონს, ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, აქედან 2 ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა (5-1; 0-1) ერთი მეტალურგის (2-0) და ერთიც გატანილი გოლების გარეშე.
რაც შეეხება წინა ტურს ის მეტალურგმა ბოლნისში, ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართა და მატჩი ფრედ 2-2 გათავდა, რაც შეეხება ფოთელებს, ისინი წინა ტურში ქუთაისლებს ესტუმრნენ და დიდი ანგარიშითაც წააგეს (4-1).

სავარაუდო შემადგენლობები:


კოლხეთი: 4-4-2

მეკარე: ბობღიაშვილი

დაცვა: გიორგი კილასონია, ცხვიტარია, ინწკირველი, ლემონჯავა

ნახევარდაცვა: გვალია, პავლე დათუნაიშვილი, ქებაძე, ლომაშვილი

თავდასხმა: მდივნიშვილი, ციცხვაია.

მეტალურგი: 4-2-3-1

მეკარე: ბედიაშვილი

დაცვა: სეთურიძე, კვახაძე, მახვილაძე, ჯაფარიძე

ნახევარდაცვა: რაზმაძე, ქავთარაძე, ი. მაისურაძე

თავდასხმა: მიქაბერიძე, მოდებაძე, ტატანაშვილი.


kolkheti.tk
ნანახია: 828 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

Добавил: alkorkoni
  
0

მგონი ნოემბრის ბოლოს
Дата публикации: 30.10.2011 в 19:43 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0