ორშაბათი, 20.05.2024, 07:43
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 17 » კოლხეთი–დინამო live
16:26
კოლხეთი–დინამო live


დინამოს შემადგენლობა : ლორია – კაკუბავა, თომაშვილი, ჰომოლა, ოდიკაძე, კვეკვესკირი, კოშკაძე,ალვარო, ლექვთაძე , კოტო –იაგუე
კოლხეთი : ნადირაშვილი, ცხვიტარია, ინწკირველი, თედიაშვილი, დათუნაიშვილი, გოგონაია, შავგულიძე, ლემონჯავა, ქებაძე, გვალია, ჯანაშია

მატჩს დაახლოებით 400–500 მაყურებელი ესწრება
ამინდი სუფთა საფეხბურთოა, ოდნავ მოღრუბლური
მასპინძლები ლურჯი ფორმით ასპარეზობენ, დინამოს ფეხბურთელები კი თეთრი მაისურებით

შეხვედრას მასპინძლები იწყებენ

6 – ლექვთაძის წაქცევისთვის დაინიშნა ჯარიმა კარიდან 25 მეტრში, რომელიც ალვარომ შეასრულა, თუმცა მცირე მანძილით აცდა კარს

13 - შეხვედრა ძირითადად მოედნის ცენტრისთვის ბრძოლაში მიმდინარეობს, თუმცა ბურთს უფრო ხშირად დინამოს ფეხბურთელები ფლობენ

15 - ალვაროს ბრწყინვალე გადაცემით კოშკაძე მეკარესთან პირისპირ გადის, თუმცა მეკარემ დროულად დატოვა კარი და დინამოს კაპიტანს თავისუფლად დატყმის საშუალება არ მისცა

17 - დინამოს კუთხურს არეულობა მოყვა ფოთელთა საჯარიმოში, თუმცა საბოლოოდ მცველებმა ბურთით თავის კარის ხაზიდან გამოიტანეს...

- გუნდები უშედეგოდ ცდილობენ სახიფათო მომენტების შექმნას, თუმცა ბურთის ფლობა კვლავ დინამოს სასარგებლოდ არის.

25 - კოშკაძის კუთხურს ოდიკაძეს საჯარიმოს გარედან დარტყმა მოყვა, თუმცა კვლავ უშედეგოდ

32- კოლხეთის ფეხბურთელმა ომარ გოგონაიამ ყვითელი ბარათი მიიღო, კოშკაძემ ჩააწოდა, თუმცა მცველებმა თავით გამოიტანეს ბურთი

38 - კოტოს წაქცევისთვის დაინიშნა ჯარიმა მოედნის ცენტრში. ალვარომ ჩააწოდა შორეულ ძელთან, სადაც კაკუბავა დაუხვდა ბურთს და საჯარიმოში შეაბრუნა, იქ კი ყველას თომაშვილმა დაასწრო, ტუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა

- პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებს გოლის გატანის ხელსაყრელი სიტუაცია შეექმნათ, თუმცა ლორიამ ბრწყინვალედ ითამაშა და პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა

– მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო...დინამო უპირატესობას ფლობს, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მისულა

58 - გოლი !!!! კვეკესკირმა ანგარიში გახსნა

62 – გოლი !!!! კოშკაძე 2–0

საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს პირველი კოშკაძე შეხვედა და შორეული დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა


კოლხეთის ფეხბურთელებს უკვე დაღლილობა დაეწყოთ და მათი ყოველი წამოწყებული შეტევა საჯარიმოს ცენტრთან მთავრდება
დინამო სრულ უპირატესობას ფლობს

– ზამირ ჯანაშიას საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ლორიამ ხელებში გააქვავა
– სტადიონზე ხალხის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა...

- კოტოს ჩაწოდებულზე იაგუე ეფექტურად ცდილობდა დარტყმას, თუმცა სუსტად გამოუვიდა და მეკარის ადვილი ნადავლი გახდა

– ალვაროს ნაცვლად მოედანზე ჯიღაური გამოვიდა

– ზუგდიდში წვიმა დაიწყო : )

76 – გოლი ჯამბულ ჯიღაური 0–3
კოშკაძემ ფლანგიდან ჩააწოდა, რობერტინიომ თავით დაარტყა, თუმცა ფოთელებმა ბურთი მოიგერიეს..საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთს კი ჯიღაურმა დაახვედრა ფეხი და 0–3

-ჯიღაურმა რობერტინიო გაიყვანა ერთი–ერთზე, რომელსაც ნადირაშვილმა ორჯერ აუღო

– იაგუეს ნაცვლად ფანცხავა შემოდის მოედანზე
80–ე წუთი მიმდინარეობს

85-ე წუთი – მატჩის მსვლელობიდან შეიძლება იფიქრო, რომ გუნდები შეეგუენ ამ ანგარიშს და აღარაფერი შეიცვლება

მატჩის დასრულებამდე მასპინძლებს ორი სახიფათო მომენტი ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ

მატჩი დასრულდა!!!
ნანახია: 1141 | დაამატა: sabasaba | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 161 2 »

Добавил: alkorkoni
  
0

უფრო ადვილია დასაწერად და იმიტო : ))
Дата публикации: 20.09.2011 в 14:31 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0