ორშაბათი, 20.05.2024, 09:25
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » კოლხეთი–დინამო 0–3
15:44
კოლხეთი–დინამო 0–3


1
დინამო თბილისი შეხვედრას შემდეგი შემადგენლობით იწყებს: ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, კაკუბავა, თომაშვილი, კვეკვესკირი, ალვარო, კოშკაძე, კოტო, ლექვთაძე, იაგუე კოლხეთის შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ: ნადირაშვილი, ცხვიტარია, ინწკირველი, თედიაშვილი, დათუნაიშვილი, გოგონაია, შავგულიძე, ლემონჯავა, ქებაძე, გვალია, ჯანაშია შეხვედრის მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1
თამაშში ბურთი დინამოელებმა შეიყვანეს. ჩვენი გუნდი კი ლურჯი ფერის მაისურებით ითამაშებს დღევანდელ მატჩს.

5
კოლხეთის საჯარიმო მოედნის სიახლოვეს ირაკლი ლექვთაძე წააქციეს. დინამოელები ჯარიმას შეასრულებენ. ბურთის სიახლოვეს ალვარო და კოშკაძე იმყოფებიან. მიკელ ალვარომ სტანდარტული არაზუსტად შეასრულა.

7
დინამოელები შეტევაში ჯარიმდებიან.

8
ერთ წუთიან მონაკვეთში ფოთელი ფეხბურთელები ზედიზედ ორჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში

14
ალვარომ ფაქტობრივად ერთი-ერთზე დატოვა კოშკაძე მეკარესთან, თუმცა ნადირაშვილმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. დინამოელები შეხვედრაში პირველ კუთხურს მოაწვდიან. მცირედი პაუზა - მასპინძელთა მეკარეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

17
დინამოელთა სტანდარტს მეტოქის კართან ხიფათი არ მოჰყოლია.

19
დინამოელთა შეტევა ჩაიშალა. ირაკლი ლექვთაძეს ხელზე ხვდება ბურთი

19
კარლეს კოტოსთან უხეში თამაშის გამო მასპინძლები ჯარიმდებიან. დინამო მორიგ სახიფათო სტანდარტს შეასრულებს.

20
ხიფათი არც ამ სტანდარტს მოჰყოლია

25
დინამოელები შეტევის მარჯვენა ფლანგიდან აწვდიან კუთხურს. ხიფათი არც ამჯერად შექმნილა.

31
დინამოელთა იერიში არასპორტული ილეთით შეაჩერა ომარ გოგონაიამ,რომელიც ხარიტონაშვილმა გააფრთხილა. ფოთელთა კარის მიმართულებით მორიგი სახიფათო ჯარიმა ინიშნება, რომელსაც დინამოელები ვერ იყენებენ. მიმდინარე შეხვედრაში ფოთელთა სამედიცინო პერსონალს უკვე მესამედ უწევს მოედანზე შესვლა და ფეხბურთელთათვის დახმარების გაწევა

35
დინამოელები სათამაშო უპირატესობას ფლობენ. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან დინამომ კიდევ ერთი კუთხური მოაწოდა, რომელსაც ხიფათი არ მოჰყოლია.

37
თომაშვილის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა დინამოელებმა გაითამაშეს, რასაც დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მოჰყვა - ალვაროს ჩაწოდებულ ბურთი კაკუბავამ დაუგდო თავით თომაშვილს დასარტყმელად, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა

38
დინამოელები მორიგ კუთხურს აწვდიან.

41
კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მუშტებით მოიგერია ფოთელთა მეკარემ და სახიფათო მომენტიც გაანეიტრალა

42
პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ლორიამ შესანიშნავი სეივი გააკეთა. მან ჯანაშიას დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. ფოთელთა ჩამოწოდებულ კუთხურს კი ხიფათი არ მოჰყოლია

45
დინამოელები კიდევ ერთ ჯარიმას შეასრულებენ

45
პირველი ტაიმის ძირითად დროს დავით ხარიტონაშვილმა სამი წუთი დაუმატა

45+1
დინამოელთა ჯარიმას ხიფათი არ მოჰყოლია... ანგარიში კვლავ უცვლელია

45+3
პირველი ტაიმი დასრულებულია - 0:0

46
მსაჯის სასტვენი - მეორე ტაიმი დაიწყო

53
შეხვედრის მთავარი არბიტრი დათუნაიშვილს აფრთხილებს

56
დინამოელთა მორიგი იერიში ნიკა კვეკვესკირის შორეული დარტყმითა და გატანილი გოლით სრულდება. ანგარიში გაიხსნა, დინამო იგებს - 1:0 საგოლე გადაცემა მიკელ ალვაროს ანგარიშზეა.

60
კოშკაძის პასის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე კოტო გავიდა, თუმცა გოლი არ გასულა

60
დინამოელები მარჯვენა ფლანგიდან აწვდიან კუთხურს, რომელსაც ხიფათი არ მოჰყოლია

61
ირაკლი ლექვთაძის ნაცვლად მოედანზე რობერტინიო შემოდის

63
დინამოელთა მორიგი იერიში ალექსანდრე კოშკაძის გატანილი გოლით სრულდება. დინამოს კაპიტანმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა. იაგუეს ჩაწოდებული ბურთი კოტომ უპასა საგოლედ დინამოს კაპიტანს, რომელსაც თავისმხრივ გოლის გატანა არ გასჭირვებია

69
მთელი მატჩის განავლობაში უპირატესობას როგორც მოედანზე, ასევე ტრიბუნებზე დინამოელები და მათი გულშემატკივრები ფლობენ. დინამოს ფან-კლუბის ორმოცკაციანი დესანტი მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ქომაგობს დინამოს

70
ცვლილებაა ფოთელთა შემადგენლობაში - ჯანაშიას ნაცვლად მოედანზე დავით ციცხვაია შემოდის.

72
ალვაროს პასის შემდეგ ალბერტ იაგუეს შეეძლო გოლის გატანა... დინამოს ფორვარდმა სათანადოდ ვერ მოახერხა ბურთის კარში დარტყმა

73
ალვაროს ნაცვლად მოედანზე ჯაბა ჯიღაური გამოდის

74
გოგონაიას ნაცვლად მოედანზე ცხადაია გამოდის

77
კოშკაძემ ჯარიმიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა. ბურთის თავით კარში გადაგზავნა რობერტინიომ სცადა,ფოთელები გაშვებული გოლისგან ხარიხამ იხსნა... თუმცა როგორც ჩანს ფოთელთა კარში მესამე გოლი გარდუვალი იყო... შეცვლაზე შემოსულმა ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის კარის აღება და ანგარიშის გაზრდა მოახერხა - 3:0

85
დინამოელებმა მორიგი იერიში მიიტანეს მეტოქის კარზე. ჯერ რობერტინიომ სცადა გოლის გატანა,შემდეგ კი დამატებაზე ჯიღაური შეეცადა დუბლის შესრულებას,თუმცა ნადირაშვილმა საკუთარი გუნდი გაშვებული ბურთისგან იხსნა

86
იაგუეს ნაცვლად მოედანზე ფანცხავა გამოვიდა

90
დინამოს კარში გოლი გავიდა... უკაცრავად, ბურთი გაარედან ხვდება ბადეს

90
ძირითად დროს მსაჯმა ორი წუთი დაუმატა

90+2
მატჩი დინამოს გამარჯვებით დასრულდა 3:0
ნანახია: 872 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

Добавил:Zugdideli
  
0

baneris gacvla minda saiti http://fcbaia.gesport.in/
Дата публикации: 21.09.2011 в 23:29 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0