ორშაბათი, 20.05.2024, 08:06
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » მაისი » 19 » დიდი ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში
20:07
დიდი ცვლილებები ეროვნულ ჩემპიონატში


დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ფედერაციის პრეზიდენტმა – ზვიად სიჭინავამ მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მომდევნო სეზონიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 12–გუნდიანი გახდება.

გარდა პირველი ლიგის გამარჯვებული ორი გუნდისა, რომლებიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში გადმოინაცვლებენ, შანსი სხვა გუნდებსაც მიეცემათ. ამ შემთხვევაში, მიმდინარე სეზონში უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითებულ „სამტრედიასა" და „სპარტაკს" და პირველი ლიგის მესამე და მეოთხე ადგილოსან კლუბებს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დამრჩენ–გადმომსვლელის ვინაობას, სწორედ, „სამტრედიასთან" და „სპარტაკთან" გადათამაშებაში გაარკვევენ.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას საპრიზო ფონდიც ექნება, რომლის სავარაუდო რაოდენობა, ამ ეტაპზე, ერთი მილიონი ლარია. ამასთან, საქართველოს თასის გათამაშებაც აუცილებლად წახალისდება ფულადი პრემიებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალ, 19 მაისს, სფფ–ში გაიმართება ფედერაციის ხელმძღვანელობის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტრუქტურის ცვლილებებს კი, პარასკევს, 20 მაისს, სფფ–ის აღმასკომი განიხილავს.

აღმასრულებელი კომიტეტი „მიხეილ მესხის" სტადიონზე დღის 12:00 საათიდან შეიკრიბება.

ჩემპიონატის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ფოტოფაილზეც.
მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1045 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

Добавил: KOLKHETI
  
0

georgia georgia georgia georgia
Дата публикации: 14.08.2011 в 20:16 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0