"ზესტაფონი" - "კოლხეთი" (ფოთი) 1:1 (1:0) 13 აგვისტო. 20:00. ზესტაფონი. ~დავით აბაშიძე~. 1000 მაყურებელი "ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, თემურ ღონღაძე, გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, გორგიაშვილი, ძარია (ჭანკოტაძე, 36), ბაბუნაშვილი (შოთა გრიგალაშვილი, 68), მურთაზ დაუშვილი, საბა ლომია, წინამძღვრიშვილი, ელიავა (ალადაშვილი, 63). მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე. "კოლხეთი": ნადირაშვილი, ცხვიტარია, შავგულიძე, ინწკირველი, ლემონჯავა, ლომაშვილი, გვალია (გულუა, 77), ციცხვაია (წიქარიშვილი, 41), მდივნიშვილი, ზამირ ჯანაშია, ცხადაია (ლაშა ქებაძე, 46). მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია. გოლები: 1:0 ძარია (31), 1:1 ქებაძე (52). გაფრთხილებები: ცხვიტარია (36), კობახიძე (86), ლომაშვილი (90). გაძევება: გოგონაია (76). არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი) სოსო ფილია ("კოლხეთი"): "კარგი შედეგი ვაჩვენეთ, ფაქტობრივად, ოქროს ქულა მოვიპოვეთ დიდი ბრძოლის ხარჯზე, თანაც, იღბალმა ზურგი არ გვაქცია პირველ ტაიმში, თორემ ორბურთიანი ჩამორჩენა ძნელი აღმოსაფხვრელი იქნებოდა. მეორე ნახევარში ჩვენც გვქონდა შანსი და კინაღამ გამარჯვებაც მოვიპოვეთ. "ზესტაფონი" ახლა სხვა მატჩისათვის ემზადება და ევროსარბიელზე წარმატებებს ვუსურვებ". გია გეგუჩაძე ("ზესტაფონი"): "ჩემთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მოსაგებად გამოვედით, მაგრამ ბიჭები ცოტა გადაღლილები არიან. ერთიანობაში, ეს ლოგიკური შედეგი იყო".
|