მთავარი »
2012 » თებერვალი » 3 » ფოთის "კოლხეთის" ფრე სანკტ პეტერბურგის "რუსთან"
21:45 ფოთის "კოლხეთის" ფრე სანკტ პეტერბურგის "რუსთან" |
თურქეთში, ანთალიასთან ახლოს, ალანიაში დაბინავებულმა ფოთის "კოლხეთმა" პირველი საკონტროლო მატჩი ითამაშა. კოლხთა მეტოქე რუსეთის ქვედალიგელი "რუსი"(სანკტ პეტერბურგი) იყო და მატჩი 0:0 დასრულდა.
ფოთელებს გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მე-13 წუთზე დავით ციცხვაიამ 11-მეტრიანი ვერ გაიტანა.
"კოლხეთი" პირველ ტაიმში: ნადირაშვილი, კილასონია, ცხვიტარია, ხატიაშვილი, გაბუნია, გოგონაია, სიჭინავა, ცხადაია, დათუნაიშვილი, გულუა, ციცხვაია.
მეორე ტაიმში დავით მახარაძემ ცამეტ ფეხბურთელს მისცა მოედანზე გასვლის საშუალება:
მიქაბერიძე, ფოფხაძე, ბარამიძე, ლომაშვილი, კაკულია, ქებაძე, გვალია, წაბრია, წურწუმია, პავლიაშვილი, ტუღუში, ხუბუტია, ქორჩილავა.
დღეს ფოთელები ყაზახურ "აქტაუს" გაეჯიბრებიან, 3 თებერვალს კი ბულგარულ "მინიორს".
|
კატეგორია: ამხანაგური |
ნანახია: 1013 |
დაამატა: KOLKHETI
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]