მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » მეგრული დერბი ზუგდიდში
10:52 მეგრული დერბი ზუგდიდში |
დღეს, 21 აგვისტოს, სეზონის პირველი მეგრული დერბი გაიმართება ზუდიდში, სადაც ადგილობრივ გუნდს, ზუგდიდის ,,ბაიას'' ფოთის ,კოლხეთი'' ეწსტუმრება და წარმატების მიღწევას შეეცდება. სულ ზუგდიდური გუნდებისა (“ოდიში”, “დინამო”, “მგლები” და “ბაია”) და ფოთის “კოლხეთის” მონაწილეობით დღემდე 23 მატჩია გამართული, რომელთაგან 14-ჯერ ფოთელებმა მოიგეს, ზუგდიდელებმა კი, 5-ჯერ. ზღვისპირელები მეტოქეს გატანილ-გაშვებული გოლების ბალანსითაც სჯობნიან - 45:24. მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა წარმატებით დაიწყო. ზუგდიდის ბაიამ პირველ ტურში ბოლნისის ,,სიონს'' უმასპინძლა და მეტოქეს შანსიც არ დაუტოვა (3–0). ფოთის ,,კოლხეთი'' კი ჩემპიონატის ერთ–ერთ ფავორიტს, რუსთავის ,,მეტალურგს'' ესტუმრა და უგოლოდ დაშორდა და რომ არა რუსთაველთა გამოცდილი მეკარის კარგი თამაში, ფოთელები შინ ალბათ 3 ქულითაც დაბრუნდებოდნენ. მეორე ტურში კი ,,კოლხეთი'' საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ,,ზესტაფონს'' ესტუმრა და ამ მატჩშიც მოახერხა ქულის აღება (1–1). მიმდინარე სეზონში ფოთის კოლხეთს ჯერ მარცხი არ უწვნია და ვნახოთ გააგრძელებენ თუ არა ზღვისპირელები წაუგებელ სერიას ზუგდიდში, პრინციპულ მეტოქესთან მატჩში.
1. გაგრა 2 2 0 0 6:1 6 2. დინამო 2 2 0 0 4:1 6 3. მეტალურგი 2 1 1 0 2:0 4 4. ზესტაფონი 2 1 1 0 3:2 4 5. ბაია 2 1 0 1 3:2 3 6. ტორპედო 2 1 0 1 2:2 3 7. ვიტ ჯორჯია 2 1 0 1 4:5 3 8. მერანი 2 1 0 1 2:3 3 9. კოლხეთი 2 0 2 0 1:1 2 10. დილა 2 0 0 2 3:5 0 11. სპარტაკი 2 0 0 2 1:4 0 12. სიონი 2 0 0 2 1:6 0
შენიშვნები • სფფ-ს რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეირ ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა. • 2 წრის შემდეგ, I-VIII ადგილზე გასული გუნდები, ურთიერთშეხვედრებში დაგროვილი ქულებით და გატანილ-გაშვებული ბურთებით, ორ წრედ იბრძოლებენ ჩემპიონის ტიტულისა და უეფას ევროპის ლიგის საგზურებისთვის. ბოლო 4 გუნდი კი, პირველი ლიგის ზონებში დაწინაურებულ ორ-ორ გუნდთან ერთად (8 გუნდი ორ წრედ ნულიდან), გაითამაშებენ უმაღლესი ლიგის ოთხ საგზურს.
ბომბარდირი შალვა კვანტალიანი (გაგრა) - 3, ნოდარ ნოზაძე (დილა) - 2 (1 პენალტით).
|
ნანახია: 920 |
დაამატა: alkorkoni
| რეიტინგი: 5.0/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|