ერთ თვიანი შესვენების შემდეგ კოლხეთის ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს... ვარჯიშს დაესწრნენ კოლხეთის ფეხბურთელები და ასევე 11 ახალწვეული რომლებიც იყვნენ გამოცხადებულები გასინჯვაზე. ფეხბურთელებმა ვარჯიში დაიწყეს მოთელვებითა და გაწელვებით,ხოლო ამის შემდეგ დაიყვნენ ორ ჯგუფად და დაიწყეს სირბილი სტადიონის ირგვლივ 300 მეტრიან დისტანცი აზე. ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდს დაგეგმილი აქვს შეკრება ურეკში და ასევე რამდენიმე ამხანაგური მატჩი 10 ივლისს-ქუთაისის ტორპედოსთან, 12 ივლისს-ბათუმთან და 14 ივლისს-ლანჩხუთთან.