ორშაბათი, 20.05.2024, 11:47
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » მაისი » 24 » ზავი ქართლში, ხეირი ფოთში
20:48
ზავი ქართლში, ხეირი ფოთში

ცოტა ხნის წინ ლიგის დატოვების სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფმა
"კოლხეთმა" არათუ გასავარდნ ზონას დააღწია თავი, არამედ "სპარტაკთან"
მოპოვებული ქულით პლეიოფსაც ასცდა.

თუმცა ჯერ ისიც საკითხავია,
სამომავლოდ უმაღლესი ლიგაში როგორი რეგლამენტით დაიწყება ჩემპიონატი.
ადვილი შესაძლებელია, "კოლხეთი" კი არა, ახლანდელი ვითარებით პირველ ლიგაში
დაქვეითებული ცხინვალის "სპარტაკიც" დარჩეს ქვეყნის ელიტურ ლიგაში.

ასეა
თუ ისე, ფოთელებისაგან განსხვავებით, ცხინვალელებს არანაირი
მოტივაცია არ ჰქონდათ საბრძოლველად, თუმცა ბადრი კვარაცხელიას შეგირდები
"ქართლზე" მაინც ძირითადი შემადგენლობით გავიდნენ, ერთადერთი გამონაკლისი
მათი კაპიტანი და გოლკიპერი სოსო გრიშიკაშვილი გახლდათ, რომელიც კვლავაც
ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას. არცთუ მაღალ ტემპში წარმართული შეხვედრის
დასაწყისშივე კინაღამ გოლი ვიხილეთ. მე-2 წუთზე მანჩხავას მიერ საჯარიმოში
ჩაწოდებული ბურთი ლაშა ჯაკობიამ თავით ზვიად მეტრეველს დაუგდო, რომელმაც
ახლოდან ძელს გაარტყა.
ორ წუთში საპირისპირო კართან ლაშა გვალიას მიეცა გატანის შანსი, თუმცა
მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. ასეთი, ერთი შეხედვით, აგრესიული
დასაწყისის შემდგომ გუნდებს ტაიმის ბოლომდე ღირებული აღარაფერი შეუქმნიათ.
გვინდა, ჯაკობიას ინდივიდუალური გარჯა ამჯერადაც გამოვარჩიოთ. შესაძლოა,
იგი ზოგჯერ ზედმეტადაც ატარებს ბურთს, მაგრამ მისი ინდივიდუალური რეიდები
მაყურებლისთვის თვალსასეირო სანახავია.

36-ე წუთზე სწორედ ჯაკობიას
სოლორეიდი ფოთელებმა საჯარიმოსთან წესების დარღვევითღა შეაჩერეს,
სტანდარტული თვითონ დაზარალებულმა შეასრულა და რომ არა ლაშა ძაგანიას
ეფექტური ნახტომი, იგი ალბად "ცხრიანშიც" გაახვევდა ბურთს. ფოთელებმა
მალევე უპასუხეს მეტოქეს ნიკა დაუშვილის კართან შექმნილი საპასუხო ხიფათით,
ამ მომენტში მდივნიშვილს მართებდა გატანა. მეორე ტაიმი ერთობ მშვიდობიანად
წარიმართა, თუ არ ჩავთვლით ჯაკობიასა და გოგონაიას შორის მომხდარ
შელაპარაკებას, როდესაც არბიტრმა მოჩხუბრები ყვითელი ბარათებით დაამშვიდა.

მშრალ
ანგარიშს საფრთხე მატჩის მიწურულსაც დაემუქრა, როდესაც ჯერ ლემონჯავას
მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მანუჩარ წიქარიშვილმა ძალიან კარგი
მდგომარეობიდან მეტად უხეიროდ დაარტყა და იქვე, საპასუხო კონტრშეტევისას
საჯარიმოს მისადგომებთან მისულმა მიხეილ ბარაბაძემ უკეთეს მდგომარეობაში
მყოფი ილია ბუზალაძისთვის ბურთის დაგორებას თავადვე ამჯობინა დარტყმა,
მაგრამ ძაგანიას ვერ აჯობა. ნულოვანი ფრე სოსო ფილიას შეგირდთა მეშვიდე
ადგილამდე აღზევების მაუწყებელი იყო. "სპარტაკის" საუმაღლესლიგო იმედები კი
ფედერაციის გადაწყვეტილებაზე ჰკიდია.
22. 05 გორი ქართლი 100 მაყურებელი
სპარტაკი-კოლხეთი 0:0

სპარტაკი კოლხეთი
(4-3-2-1): (4-5-1):
დაუშვილი ძაგანია
ჭაფოძე ცხვიტარია
მგელაძე მახვილაძე
ბოიომო მეგრელიშვილი
მანჩხავა გელაჭეიშვილი
მამუჩიშვილი მდივნიშვილი
თ. შონია სიჭინვა
კილასონია პ. დათუნაიშვილი
დეკანოიძე გვალია
ჯაკობია გოგონაია
მეტრეველი სამადაშვილი

60. ჯაკობია - ვ. ბოლქვაძე
60. მეტრეველი - ბუზალაძე
79. კილასონია - მ. ბარაბაძე
სათადარიგოები: ხომერიკი, ალავიძე, სეფიაშვილი, ზერეკიძე

46. სამადაშვილი - ჯანაშია
69. მდივნიშვილი - წიქარიშვილი
72. სიჭინავა - ლემონჯავა
სათადარიგოები: ლობჟანიძე, გულუა, გავაშელიშვილი

გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (56), ჯაკობია (56), ბოლქვაძე (75)
არბიტრი: ბ. ნინუა (ქუთაისი)
ნანახია: 941 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0