ორშაბათი, 20.05.2024, 09:25
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » XXII ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში
15:15
XXII ეროვნული ჩემპიონატი ციფრებში
უკვე ნამდვილად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა! საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ "ბოძებული" შანსი ცხინვალის "სპარტაკმა" სათავისოდ გამოიყენა: გადათამაშებაში პირველი ლიგის მეოთხეადგილოსანი საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა და უძლიერესთა რიგებში, მინიმუმ ერთი სეზონით დაიჯავშნა ადგილი. რაც შეეხება მეორე აუტსაიდერ კლუბს, "სამტრედიამ" გორის "დილას" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და ქართლელებს დაუთმო უმაღლესი ლიგის საგზური.

თუმცა ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არა აღზევებულ–დაქვეითებულ გუნდები, არამედ აწ უკვე ისტორიას ჩაბარებული 22–ე ჩემპიონატის ციფრებში ასახვა და საინტერესო ფაქტების აღწერაა.





მიმდინარე ჩემპიონატში 180 შეხვედრა ჩატარდა, რომელთაგან 99 (55%) მასპინძლებმა მოიგეს, 41 ფრედ დასრულდა (22.78%), 40 შეხვედრაში კი (22.22%) სტუმართათვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა.



სულ 392 გოლი იხილა გულშემატკივარმა. აქედან 258 მასპინძელთა ანგარიშზეა (65.82%), სტუმრებმა კი 134–ჯერ შეძლეს თავის გამოჩენა (34,18%).



ეროვნული ჩემპიონატის თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 2,18 გოლი გავიდა, რაც შარშანდელთან შედარებით აშკარად დაბალია მაჩვენებელია.მხოლოდ 35 შეხვედრაში გავიდა სამზე მეტი გოლი, რაც შეხვედრათა მთლიანი რაოდენობის 19.44 %–ს შეადგენს.22 შეხვედრაში (12.22%) გოლი საერთოდ არ გასულა და გუნდები მშვიდობიანად გაეყარნენ ერთმანეთს.



ჩვენი მონაცემებით, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს 208050 მაყურებელი დაესწრო, რაც საშუალოდ თითოეულ შეხვედრაზე 1156 ადამიანს შეადგენს. ყველაზე მეტი გულშემატკივარი "ტორპედოს" მონაწილეობით გამართულ შეხვედრებს დაესწრო (86350), ყველაზე ნაკლები პუბლიკა ცხინვალის "სპარტაკს" ჰყავდა (19950).



ყველაზე უხეშ გუნდად "ოლიმპი" მოგვევლინა: რუსთაველმა ფეხბურთელებმა ჯამში 4 წითელი და 64 ყვითელი ბარათი მიიღეს.



ყველაზე კორექტული გუნდის წოდება "ტორპედომ" მოიპოვა: ქუთაისელებს მთელი სეზონის განმავლობაში არც ერთი (!) წითელი ბარათი არ მიუღიათ, ყვითელი ბარათი კი 55–ჯერ დასტყუეს მსაჯს.



ყველაზე მეტად თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უხეშობდნენ: მათთან გამართულ შეხვედრებში ფეხბურთელებმა 4 წითელი და 81 ყვითელი ბარათი მიიღეს.



ყველაზე კორექტულად ცხინვალის "სპარტაკის" მეტოქეები თამაშობდნენ: მათ წინააღმგედ გამართულ შეხვედრებში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს არც ერთი წითელი ბარათი არ მიუღიათ, ყვითელი ბარათით კი 53–ჯერ დაისაჯნენ.



ქართველმა არბიტრებმა გუნდები 11–მეტრიანი დარტყმებით 29–ჯერ დასაჯეს, რომელთაგან 23–ის (79.31%) რეალიზება მოხერხდა. ყველაზე მეტი პენალტი (7) რუსთავის "ოლიმპის" სასარგებლოდ დაინიშნა, ყველაზე მეტჯერ კი (7) ზუგდიდის "ბაია" დაისაჯა.



"დინამოელმა" ლევან ხმალაძემ და "ოლიმპელმა" ლუკა რაზმაძემ 4–4 თერთმეტმეტრიანი 100 %–იანი სიზუსტით შეასრულეს.



წლევანდელ პირველობაზე 7 ავტოგოლი გავიდა.



ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ასეთი ანგარიშთ 53 შეხვედრა (28.33%) დასრულდა.



ყველაზე შედეგიანი გუნდი "ზესტაფონი" იყო (72 გოლი), ყველაზე ნაკლებშედეგიანი კი ფოთის "კოლხეთი" (25 გოლი).



"სამტრედიას" ეკუთვნის "რეკორდი" გაშვებული გოლების მხრივ ( 72), ყველაზე ნაკლები, რა თქმა უნდა, "ზესტაფონმა" გაუშვა (19).



ყველაზე მეტი გოლი "სამტრედიის" მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში გავიდა (99 გოლი), ყველაზე ნაკლები გოლი კი "ტორპედოს" მონაწილეობით გამართულ მატჩებში ვიხილეთ (53 გოლი).



ჩემპიონატში 5 ჰეთ–თრიქი დაფიქსირდა: ორი მათგანი ჩემპიიონატის საუკეთესო ბომბარდირის ნიკა გელაშვილის ანგარიშზეა, თითოჯერ რევაზ გოცირიძემ, ზვიად მეტრეველმა და ირაკლი მოდებაძემ იხეირეს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს სამტრედიელთა კარში სამი გოლის გასატანად სულ რაღაც 11 წუთი დასჭირდა.



ფეხბურთელებმა 35–ჯერ შეძლეს დუბლის შესრულება. ყველაზე მეტჯერ ეს რატი წინამძღვრიშვილმა (ოთხჯერ) მოახერხა.



ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი (9) ზესტაფონელმა კახა ალადაშვილმა მიიღო. ყველაზე უხეში "ბაიას" ყოფილი კაპიტანი როინ ონიანი აღმოჩნდა, რომელმაც მსაჯებს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დასტყუა.



მიმდინარე პირველობის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი "ტორპედოელი" მერაბ გიგაურია. მერაბი 17 წლისა და 133 დღის იყო, როდესაც X ტურის შეხვედრაში "ზესტაფონის" კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.



ყველაზე მხცოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა შეძლო, "სიონის" ფეხბურთელი გივი დიდავაა. ბოლნისელთა ვეტერანმა 23 აპრილს "სპარტაკთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, როდესაც ის 35 წლისა და 32 დღის იყო.



ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, ზუგდიდელი ავთანდილ ენდელაძეა. მან 14 მაისს, "სპარტაკთან" 0:3 წაგებულ შეხვედრაში მიიღო გაფრთხილება. ამ დღეს იგი 16 წლისა და 239 დღის იყო.



სოსო გრიშიკაშვილი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელიც გააფრთხილეს. "სპარტაკის" გოლკიპერი 5 დეკემბერს,ქუთაისში გამართულ მე–17 ტურის შეხვედრაში გააფრთხილა არბიტრმა (36 წლის და 345 დღის ასაკში).



ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გაძევება დაიმსახურა, ზესტაფონელი მამუკა კობახიძეა. იგი 17 წლისა და 356 დღის იყო, როდესაც ჩემპიონატის პირველივე ტურში "დინამოსთან" 1:2 წაგებულ შეხვედრაში გააძევეს.



...ისევ სოსო გრიშიკაშვილი და ისევ "ტორპედოს" წინააღმდეგ. ამჯერად 1:2 წაგებულ შეხვედრაში დაიმსახურა წითელი ბარათი ვეტერანმა კიპერმა.





და ბოლოს, ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი "ოლიმპის" ნახევარმცველი ლაშა კოჭლაძეა. მისი დებიუტი უმაღლეს ლიგაში ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, სამტრედიაში შედგა, როდესაც მან თავისივე თანატოლი, გიროგი აბურჯანია შეცვალა. იმ დღეს ნორჩი ფეხბურთელი15 წლისა და 250 დღის იყო.
ნანახია: 902 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0