ორშაბათი, 20.05.2024, 06:32
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 7 » სფფ-ის კო-მისია: მოდი, ვნახოთ "ევგრაფი შევარდნაძე"!
13:08
სფფ-ის კო-მისია: მოდი, ვნახოთ "ევგრაფი შევარდნაძე"!


ლანჩხუთში გამართული სათასო მერვედფინალის განმეორებითი მატჩის ("კოლხეთი"-"ზესტაფონი") შემდეგ "ევგრაფი შევარდნაძის" მინდვრის საფრითა და საორგანიზაციო საკითხებით ზესტაფონური კლუბის მესვეურები უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი პრეტენზიები გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ საიტზე:

"ერთ დროს დიდებული სპორტული ნაგებობის სადღეისო მდგომარეობას სავალალო ეთქმის. დავიწყოთ იმით, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის საფრის მდგომარეობა, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება პროფესიული ფეხბურთის ელემენტარულ მოთხოვნებს.

გავაგრძელოთ იმით, რომ საქართველოს ჩემპიონისა და ფოთური კლუბის დაპირისპირება ბურთის მომტანი ბიჭების გარეშე ჩატარდა. ალბათ, სწორედ ამ მიზეზის გამო, თავდაპირველად მატჩი 1 სათამაშო და 3 სათადარიგო ბურთით დაიწყო, არადა, ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში გარკვევით წერია, რომ მატჩის ჩასატარებლად მინიმუმ 5 ბურთია საჭირო ("დავით აბაშიძეზე" მატჩებისას 12 სათამაშო ბურთი გამოიყენება).

ამ ნაკლოვანების გამოსწორება მხოლოდ ზესტაფონელთა მოთხოვნის შემდეგ მოხდა, თუმცა ამ დროს ახალმა "გაჭირვებამ" იჩინა თავი - აღმოჩნდა, რომ "სათამაშო" 5 ბურთიდან მინიმუმ ორი გასაბერი იყო. ამ პრობლემასთან ბრძოლა მატჩის მეოთხე არბიტრს ე.წ. "ნასოსით" ხელში მოუხდა.

ყოველივე ამის ფონზე ის, რომ სტადიონის ტრიბუნებზე არ აღმოჩნდა ერთი მოქმედი დენის წყარო, რომელშიც კომპიუტერის შეერთება იქნებოდა შესაძლებელი, სულაც აღარ გამოიყურება პრობლემად. არადა, სწორედ ამის გამო "ზესტაფონის" ოფიციალური საიტის მომხმარებელმა პირდაპირ ტექსტურ რეპორტაჟს ვერ ადევნა თვალი", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ფოთის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო "კოლხეთი" საშინაო შეხვედრებს ლანჩხუთში ატარებს. ამავე არენაზე თამაშობს ადგილობრივი "გურია" და, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზომებით გურულთა მთავარი არენის საფარი აქამდე ყოველთვის ნორმალურად გამოიყურებოდა, ორი გუნდის "მასპინძლობა" გაუჭირდა.

რა თქმა უნდა, ზესტაფონელთა გულისტკივილი გასაგებია - გუნდს კარგ საფარზე თამაში სურს, თუმცა ქართული რეალობა სულ სხვაა - სამწუხაროდ, "გურიას" სტადიონის მდგომარეობაშია ჩვენი სტადიონების უმეტესობა. ჯერჯერობით საფეხბურთო ინფრასტრუქტურას არ ეშველა და თითო-ოროლა სტადიონი არაფერს ცვლის.

იმის გამო, რომ კვირას "ზესტაფონს" კიდევ ერთხელ უნდა ეთამაშა ლანჩხუთში იმავე "კოლხეთთან", ამჯერად საჩემპიონატო მატჩი, კლუბის სურვილი იყო, შეხვედრა სხვა ქალაქში გადაეტანათ. თუმცა ისევ ზემოთ ნახსენები პრობლემების გამო (ფოთელებს უკეთესი ალტერნატიული ვარიანტი არ აქვთ) რჩებოდა ერთადერთი - ფოთელებს ზესტაფონში ეთამაშათ. ეს კი კოლხებს არანაირად არ აძლევდა ხელს.

ვითარების გასარკვევად ლანჩხუთს საგანგებოდ ეწვია ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური კომისია, რომლის გადაწყვეტილებით, "კოლხეთი"-"ზესტაფონის" ჩატარება ლანჩხუთში გადაწყდა. როგორც ჩანს, კომისიამ იძულებითი გადაწყვეტილება მიღო - "ევგრაფი შევარდნაძე" იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, მაგრამ, თუ ასეთ საფარზე თამაში აიკრძალება, ან ეროვნული ჩემპიონატი ჩაიშლება, ანაც 2-3 არენაზე უნდა გაიმართოს ყველა შეხვედრა.

თუმცა მატჩის ჩატარება "ევგრაფი შევარდნაძეზე" გუშინ მაინც ვერ მოხერხდა. მიზეზი ავდარი იყო - წინა დღიდან მოყოლებული, თამაშის დაწყებამდე, ლანჩხუთში წვიმას არ გადაუღია, განსაკუთრებით უხვი იყო ნალექი გამთენიისას. ამან დაღი, რა თქმა უნდა, არენასაც დაასვა. თამაშის დაწყებამდე საათზე ადრე გადაწყდა, რომ მატჩი არ ჩატარდებოდა. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ლანჩხუთში უამინდობის გამო თამაში გადაიდო - პირველად ეს წლების წინ მოხდა, ოღონდ მაშინ მიზეზი თამაშისას წამოსული გადაუღებელი წვიმა იყო, თორემ "ევგრაფი შევარდნაძეზე" სანიაღვრე სისტემა აქამდე ნორმალურად მუშაობდა. როგორც ჩანს, ახლა მიხედვას ესაც მოითხოვს, რაზეც ჩვენ მიერ გადაღებული ფოტოც მოწმობს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კატეგორია: სტადიონი | ნანახია: 1112 | დაამატა: sabasaba | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0