ორშაბათი, 20.05.2024, 07:00
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ივნისი » 30 » “კოლხეთი” გადარჩებაო - როდის?
21:26
“კოლხეთი” გადარჩებაო - როდის?
დღეს ჩვენ გავესაუბრეთ ფოთის კოლხეთის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ გიორგი ჯანჯღავას,კლუბის სასტარტო სეზონის შესახებ რაზეც მან ამომწურავად გვიპასუხა
- ბატონო გიორგი, ძველებურად უიმედობაა, თუ ვარჯიშს ”კოლხეთიც” დაიწყებს?
- მე მგონი ხვალ დაიწყებენ, ოღონდ ჯერ ადგილობრივები. ბაზაზე წყლის და შუქის პრობლემა გვქონდა და ყველა პრობლემას ვაგვარებთ. რაც შეეხებათ ჩამოსულ ფეხბურთელებს, მათთვის კვებაც იქნება საჭირო და ალბათ მოგვიანებით მათთვისაც შეიქმნება პირობები.
- უფინანსო გუნდში თამაშის მსურველი მოწვეული ფეხბურთელი კიდევ დარჩა?
- მხედველობაში მყავს კვერენჩხილაძე, მდივნიშვილი, ინწკირველი. მათ ჩვენთან თამაშზე ჯერ უარი არ განუცხადებიათ. რაც შეეხება მახვილაძეს, ჩვენთან კონტრაქტი დაუმთავრდა და რუსთავის ”მეტალურგში” გადავიდა. მის გარდა, მოწვეულებიდან დაგვტოვეს ლაშა ძაგანიამ და დათა სიჭინავამ.
- ფოთს აქვს იმის სამწვრთნელო პოტენციალი, რომ კარგი მომზადების პირობებში, ზედა ხუთეულში მოხვედრისთვის მებრძოლი გუნდი გაკეთდეს. დაუფინანსებლობის გამო კი, უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად თამაში გიწევთ. რას ფიქრობთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს საქმისადმი ასეთი მიდგომა?
- გეთანხმებით. თუ ვარჯიში დროზე ვერ დაიწყო გუნდმა, შედეგსაც ვერ მიაღწევს - ეს ჩვენც გვესმის. მოგეხსენებათ ბოლო 3 თვე გუნდი ადგილობრივმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს და აქამდე მოიყვანეს. დღეს მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციების შეგროვება, რომ ეკონომიკის სამინისტროსაგან მივიღოთ კლუბის ქალაქის საკუთრებაში გადმოყვანის ნებართვა. დაფუძნების პროცედურებია გასავლელი და იმედი გვაქვს, ყველაფერი ახალი სეზონის დაწყებამდე მოესწრება.
- ე.ი. კლუბს ბოლომდე ქალაქი მიხედავს?
- პრაქტიკულად ასე იქნება, თუმცა კერძო სპონსორებიც გვეყოლება. მაგალითად, ისევ გვაქვს ფოთის პორტის იმედი, თუმცა კონკრეტულად რა თანხას გაიღებს იგი, ჯერ უცნობია.
- გამოდის, სიტუაცია ჯერ მაინც გაურკვეველია, მაგრამ გუნდი ვარჯიშს მაინც იწყებს.
- აბა, რამდენ ხანს უნდა ვიცადოთ ასე უმოქმედოდ. კლუბის პრეზიდენტი უცხოეთში იმყოფება და კვირის ბოლოს ჩამოვა. სწორედ მის იმედზე ვართ და მომავალი ორშაბათიდან ჩამოსული ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან.
- თუ გაქვთ დაანგარიშებული, რამდენი დასჭირდება გუნდს წელიწადში თავის შესანახად?
- თუ დღევანდელ ბაზარს გადავხედავთ - ვინ რამდენს ხარჯავს ქართული კლუბებიდან, ხუთეულში გასვლაზე რომ განვაცხადოთ პრეტენზია, მილიონი ლარი მაინცაა საჭირო.
- ე.ი. გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ დარჩა მხოლოდ პროცედურული საკითხები გადასაჭრელი და როცა ადგილობრივი ხელისუფლება კლუბის ე.წ. აქციათა სრული პაკეტის მფლობელი გახდება, ”კოლხეთს” ეშველება.
- ხომ გითხარით, მიმდინარეობს პროცედურული საკითხების მოგვარება და ყველაფერი რიგზე იქნება. ჰოდა, გამგეობა რომ იქნება კლუბის მეპატრონე, მერე ”კოლხეთს” არ უნდა გაუჭირდეს.
- ვიცით, რომ ფოთის სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროექტში მოხვდა და მინდვრის საფარი უნდა გამოიცვალოს.
- ტენდერი ტარდება და მალე გამოავლენენ სამუშაოს შემსრულებელს. თავად ქალაქის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს რაც შეეხება, მისი შესრულება უკვე დაწყებულია.
- სეზონის განახლებამდე თითქმის ერთი თვე დარჩა და მოესწრება ყველაფრის დასრულება?
- ჩვენ როგორც გვითხრეს, სექტემბრის ბოლომდე ფოთში მაინც ვერ ვითამაშებთ. მინდვრის გამოცვლა ერთია, მაგრამ მასზე ფეხბურთის სათამაშოდ, გარკვეული დროის გასვლაა საჭირო.
- საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს ”კოლხეთი”?
- გვითხრეს, რომ ლანჩხუთში ვითამაშებთ.
ნანახია: 918 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0