ორშაბათი, 20.05.2024, 08:52
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 3 » კოლხური ტრიბუნა(ლი)
15:37
კოლხური ტრიბუნა(ლი)


როგორც იცით, ფოთის "კოლხეთი" წინა, რუსთავის "მეტალურგთან" შეხვედრაში დავით მახარაძემ გაიყვანა მოედანზე. ასევე იყო გუშინდელ სათასო შეხვედრაშიც.

ჯერ კიდევ რუსთაველებთან მატჩამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ფილიას ხობის "კოლხეთის" თავკაცი გელა სანაია შეცვლიდა. ამ ყოველივეს შემდგომ ერთობ მოულოდნელი იყო ის, რომ "ზესტაფონთან" მატჩისთვის გუნდს ისევ ფილია ამზადებდა! მორიგი და კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იყო ისიც, რომ ის სათასო შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს!

რა გამოვიდა? ფილია წავიდა თუ გაუშვეს, თამაშზე გუნდი მახარაძემ გაიყვანა, სანაიას იწვევენ, გუნდს ისევ ფილია ავარჯიშებს და თამაშზე ისევ მახარაძეს გაჰყავს. ჩვენც შევეცადეთ ამ მეტად ჩახლართულ სიტუაციაში გარკვევა.

როგორც გვითხრეს, "კოლხეთს" სულ მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება და ეს იქნება გელა სანაია, ხოლო სოსო ფილია გუნდში დარჩება ერთ-ერთ დირექტორად, შესაძლოა, ეს იყოს სპორტული დირექტორის თანამდებობა. არც ის არის გამორიცხული, გამოცდილ სპეციალისტს ზოგადად ფოთში ფეხბურთის კურატორობაც შეუთავსონ.

ინფორმაციას, რომ ფილია კლუბში დარჩება და ახალი მწვრთნელი სანაია იქნება, "კოლხეთის" მესვეურები ადასტურებენ. გავიგეთ ისიც, რომ თამაშის წინა დღეს კლუბში შეხვედრა გამართულა, სადაც ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელებს ფილიასადმი სრული მხარდაჭერა გამოუხატავთ და მისი გუნდში დარჩენა მოუთხოვიათ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 916 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0