ორშაბათი, 20.05.2024, 07:18
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 3 » კოლხეთი-ზესტაფონი 0:0 - ფორტუნა ძლიერებს სწყალობს! მსაჯიც?
15:41
კოლხეთი-ზესტაფონი 0:0 - ფორტუნა ძლიერებს სწყალობს! მსაჯიც?


01.11.2011 ლანჩხუთი. ე.შევარდნაძე. 300 მაყურებელი
კოლხეთი-ზესტაფონი 0:0
პირველი მატჩი 1:2

კოლხეთი ზესტაფონი
4-3-2-1 4-1-3-2
ნადირაშვილი მამალაძე
ცხვიტარია ბენაშვილი
ლომაშვილი კობახიძე
ინწკირველი ონიანი
ლემონჯავა ღონღაძე
შავგულიძე გორგიაშვილი
გულუა აფციაური
გვალია ბაბუნაშვილი
ქებაძე ფიფია
მდივნიშვილი გელაშვილი
ციცხვაია დვალი
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე გ. ჭიაბრიშვილი

კოლხეთი
62. გულუა - პ. დათუნაიშვილი
74. მდივნიშვილი - წიქარიშვილი
90. შავგულიძე - გოგონაია
სათადარიგოები: ხარშილაძე, კილასონია, თედიაშვილი, ცხადაია

ზესტაფონი
66. ფიფია - სარდალიშვილი
73. აფციაური - ჭანკოტაძე
82. გორგიაშვილი - შარვაძე
სათადარიგოები: მეშველიანი, ალადაშვილი, ელიავა, საჯაია

გაფრთხილება: გულუა (15), მამალაძე (90)
არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

მატჩის ბოლო წუთები "კოლხეთმა" მასირებულ შეტევებში გაატარა და ფოთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში რომ ევარგათ ან ფორტუნას მათი მხარე დაეჭირა, თუნდაც არბიტრის კეთილგანწყობა ჰქონოდათ, შესაძლოა, სათასო სენსაცია "გამოეცხოთ".

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ შეტევაზე გადასულ "მასპინძლებს" ორჯერ მეტოქის კონტრშეტევა გაეპარათ, თუმცა იმერლებმა აშკარა სახიფათო მომენტები გოლად იმ მიზეზით ვერ აქციეს, რომ რატომღაც აგვიანებდნენ და ამით დროის გაყვანას ცდილობდნენ.

პირველი განგაშის ნიშანი სტუმრებისთვის მეორე ნახევრის შუაწელი უნდა ყოფილიყო, როცა უღიმღამოდ ჩატარებული 65 წუთის შემდეგ (ეს ორივე გუნდზე ითქმის და ისიც უნდა ითქვას, რომ უკეთესად დაკომპლექტებულ მეტოქეს კოლხებმა ტოლი არ დაუდეს) ფოთელთა ფორვარდმა დავით ციცხვაიამ შენიშნა, რომ ზურაბ მამალაძე წინ იყო გამოსული და დაახლოებით 35-40 მეტრიდან ჩინებულად გაისროლა კარის მიმართულებით - ზესტაფონელები მეკარის გამოცდილებამ გადაარჩინა, მან ბურთის კუთხურზე გადადგდება რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც მოახერხა.

ეს იყო მატჩის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი და სხვა რეალური სახიფათო მომენტი "ზესტაფონსაც" კი არ ჰქონია. მეტიც, იმერლებმა მთელ შეხვედრაში ერთადერთხელ გამოავლენინეს ოსტატობა კოლხთა კარის დარაჯს, როცა პირველ ნახევარში ნიკა გელაშვილი მცველებს გაექცა და საჯარიმოში ფეხშედგმულმა ნადირაშვილის კარისკენ გაისროლა.

მართალია, შეხვედრა საგოლე მომენტებით გამორჩეული არ იყო, მაგრამ "მასპინძელთა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩს ინტრიგა ბოლომდე შეუნარჩუნეს და შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე იყო ეპიზოდი, რომელსაც შეეძლო, მატჩის ბედი მათ სასარგებლოდ შეეტრიალებინა: მეტოქის საჯარიმოში ბურთისთვის ლევან შავგულიძე მცველთან ერთად იბრძოდა.

ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ კოლხმა ტანის ჩადგმა მოასწრო და ამ დროს ის მოედანზე დაეცა. უფრო ზუსტად ვიდეოფირით დადგინდება, უნდა დაენიშნა თუ არა ხვიჩა გაგნიძეს პენალტი, მაგრამ, რაც ჩვენ დავინახეთ, ისაა, რომ შავგულიძეს უკნიდან მცველმა ხელით უბიძგა და მის წაქცევაში "წვლილი" (შესაძლოა, მთავარი) შეიტანა, ხოლო არბიტრი ყოყმანობდა და, ყველა რომ ელოდა, საპენალტოდ ჩასტვენსო, "საშუალედო გადაწყვეტილება" მიიღო - კუთხურისკენ ისე მიანიშნა, რომ ბოლოს ბურთს სტუმართა მცველი არ შეხებია!

ამას რაც მოჰყვებოდა, ადვილი წარმოსადგენია - კოლხებმა მსაჯს შეუტიეს, "საქმის გარჩევა" საფინალო სასტვენის შემდეგაც გაგრძელდა და "მთავარმა გმირმა" გასახდელს ლანძღვა-გინების ფონზე უწია. ფოთელებმა არბიტრი "უკვე მერამდენედ "კოლხეთის" წინააღმდეგ" მსაჯობასა და ძლიერის ("ზესტაფონს" გულიხმობდნენ) მხარეზე დადგომაში დაადანაშაულეს - აქაოდა, შეეშინდა, ფავორიტი თასიდან რომ გამოვარდნილიყოო!
კატეგორია: თასი | ნანახია: 911 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

Добавил:IRAKLI
  
0

alkorkoni-ამ შანს გამოყენება უნდა
Дата публикации: 03.11.2011 в 22:58 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0