ორშაბათი, 20.05.2024, 06:32
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 15 » ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 0-2
22:08
”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი” 0-2


დღეს, 15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის გადადებული მატჩი. ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე ფოთის ”კოლხეთმა” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონს'' უმასპინძლა. ფაზისის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ფოთელები მიმდინარე სეზონში ,,გულია თუთბერიძის სახელობის'' ზუგდიდის ცენტრალური სტადიონზე უკვე მესამე მატჩს ატარებენ. აქამდე ჩატარებულ ორ შეხვედრაში კოლხეთს 1 მოგება და 1 წაგება ჰქონდა. ეს მატჩი კი როგორც მოსალოდნელი იყო "მარგველთა" დამაჯერებელი გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა.
ანგარიში მატჩის 39-ე წუთზე, იმერელთა ვიცე-კაპიტანმა, თორნიკე აფციაურმა გახსნა. მეორე ბურთი კი ტაიმის ბოლოს წინა წუთზე ლადო ნადირაშვილთან პირისპირ დარჩენილმა ნიკა გელაშვილმა გაიტანა.


"კოლხეთი"-"ზესტაფონი" 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 აფციაური (39), 0:2 გელაშვილი (44)
გაფრთხილებები: გელაშვილი
არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

კოლხეთი: ნადირაშვილი, ცხვიტარია (გულუა 69), ინწკირველი, ლომაშვილი, მეგრელიშვილი, შავგულიძე (გოგონაია 54), ქებაძე (ცხადაია 46), გვალია, დათუნაიშვილი, მდივნიშვილი, ციცხვაია.
მწვრთნელი: დავით მახარაძე

ზესტაფონი: მამალაძე, ალადაშვილი, ღონღაძე, ონიანი, ელიავა, გორგიაშვილი (შარვაძე 78), ბაბუნაშვილი, გრიგალაშვილი, აფციაური (ფიფია 69), გელაშვილი (ბენაშვილი), დვალი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.



ამ ვიდეოში კი შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:




მომზადებულია www.kolkheti.tk ადმინისტრაციის მიერ
კატეგორია: ვიდეოები | ნანახია: 1175 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

Добавил: alkorkoni
  
0

ალბათ ლანჩხუთში. ჯერ არ არის მგონი გადაწყვეტილი. თამაშამდე აუცილებლად გავიგებ და დავწერ...
Дата публикации: 16.11.2011 в 23:41 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0