ორშაბათი, 20.05.2024, 09:25
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » კოლხეთი-მეტალურგი 3:1 - ვუგებთ ქვემოქართლელებს!
14:32
კოლხეთი-მეტალურგი 3:1 - ვუგებთ ქვემოქართლელებს!


30.10.2011 ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 600 მაყურებელი
კოლხეთი-მეტალურგი 3:1
1:0 გვალია (2. ციცხვაიას პასით), 2:0 ცხვიტარია (48. ქებაძის პასით), 3:0 ციცხვაია (72), 3:1 მოდებაძე (75)

კოლხეთი მეტალურგი
4-1-4-1 4-2-3-1
ნადირაშვილი ბედიაშვილი
ცხვიტარია სეთურიძე
ლომაშვილი კვახაძე
ინწკირველი კვარაცხელია
ლემონჯავა ჯაფარიძე
შავგულიძე რაზმაძე
გულუა ქავთარაძე
გვალია ი. მაისურაძე
ქებაძე მიქაბერიძე
მდივნიშვილი მოდებაძე
ციცხვაია ტატანაშვილი
მწვრთნელი მწვრთნელი
დ. მახარაძე კ. ჟორჟიკაშვილი

კოლხეთი
65. მდივნიშვილი - პ. დათუნაიშვილი
74. ციცხვაია - წიქარიშვილი
77. შავგულიძე - თედიაშვილი
სათადარიგოები: ხარშილაძე, კილასონია, გელაჭეიშვილი, მეგრელიშვილი

მეტალურგი
46. მაისურაძე - პავლიაშვილი
65. მიქაბერიძე - გავაშელიშვილი
80. ქავთარაძე - დობროვოლსკი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, წენგუაშვილი, ჩადუნელი, მახვილაძე

გაფრთხილება: ინწკირველი (42), რაზმაძე (63)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი (თბილისი)

შეხვედრა სიურპრიზით დაიწყო, მოულოდნელობით გაგრძელდა და ამითვე დასრულდა. მთავარი გამოსარჩევი ამბავი, ალბათ, მაინც სოსო ფილიას არყოფნა იყო - გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდი წინა საღამოს დატოვა. მისი მოვალეობა დავით მახარაძემ შეასრულა და მეტად წარმატებულადაც! თან ეს მან ბოლო ერთ წელიწადში მეორედ მოახერხა - შარშან, ზუსტად ამ დროს, "კოლხეთიდან" ბესიკ შეროზიას წასვლის შემდეგ ფილიას მოსვლამდე მახარაძემ გუნდს ზესტაფონში ქულა მოაპოვებინა!

რა თქმა უნდა, მატჩის უპირობო ფავორიტად სტუმრები მიიჩნეოდნენ - გუნდმა, ბოლოს და ბოლოს, "დინამოს" "ეროვნულზე" მოუგო, ხოლო კოლხებმა აქამდე ლანჩხუთის "საშინაო კედლებში" მხოლოდ რუსთაველთა თანაკუთხელი ბოლნისელები დაამარცხეს. თუმცა "მეტალურგისთვის" ფოთელებთან გასვლაზე თამაში წლეულსაც თავის ტკივილად იქცა - გეხსომებათ, წინა სეზონში "ოლიმპის" სახელით მოასპარეზე რუსთაველებს კოლხებმა 5:1 მოუგეს და სატურნირო ოლიმპიდან ჩამოსვეს.

მატჩის საწყისმა წუთებმა ინტრიგა დაბადა - "მასპინძლებმა" პირველივე შეტევა გოლად მე-2 წუთზევე აქციეს: საჯარიმოში სტუმარი მცველები ბავშვურად შეცდნენ, დავით ციცხვაიამ კი ლაშა გვალიას საგოლედ დაუგდო ბურთი - კოლხმა მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 1:0.

ამის შემდეგ "კოლხეთმა", მართალია, აქცენტი დაცვაზე გააკეთა, თუმცა არც იმდენად, რომ მეტოქეს მისთვის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ფოთელები არც შეტევაზე ამბობდნენ უარს და თუ ამით დიდი არაფერი გამოსდიოდათ, იმას მაინც ახერხებდნენ, რომ მეტოქეს მხოლოდ შეტევაზე არ ეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ "მეტალურგი" თავის თამაშს ვერ თამაშობდა, დავით მახარაძის ამ სვლამაც (წინა მატჩებისგან განსხვავებით, ასევე მობურთალებისთვის პოზიციის შეცვლამ) აშკარად გაამართლა - ქვემოქართლელებმა პირველ ნახევარში მხოლოდ ორიოდე ხიფათი შექმნეს, ისიც ტაიმის შუაწელში - ჯერ ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს ალექსანდრე კვახაძე ამატებდა ძლიერად, ხოლო შემდეგ ირაკლი მოდებაძემ ფლანგზე გაილაღა და სახიფათოდაც გაისროლა, მაგრამ ბურთი ორივეჯერ ასცდა ლადო ნადირაშვილის კარს.

აქვე გეტყვით, რომ კოლხთა მეკარე მინდია ბობღიაშვილი, ვინც წინა ტურები ჩაატარა ("სიონთან" 2:1 და "ტორპედოსთან" 1:4), გუშინდელ შეხვედრაში ფოთელებს განცხადშიც კი არ ჰყავდათ შეყვანილი.

"კოლხეთს" თითქოს მეორე ნახევარში უნდა გასჭირვებოდა, სტუმრებმა თამაში აქტურად განაახლეს, თუმცა დასაწყისშივე ლაშა ქებაძის მოწოდებულ კუთხურს თავი პაატა ცხვიტარიამ საგოლედ დაუხვედრა - 2:0.

ამით თითქოს მატჩის ინტრიგა მოკვდა - რუსთაველები დაიბნენ და სანამ ისინი გონს მოეგებოდნენ და ბოლნისური მატჩის მსგავსად (0:2-დან 2:2) თამაშის შემოტრიალებაზე იფიქრებდნენ, მატჩის უდავოდ გამორჩეულმა მობურთალმა, დავით ციცხვაიამ მეკარის მოგერიებულ ბურთს კარში მიუჩინა ადგილი - 3:0.

რამდენიმე წუთში კი იგივე უკვე დიმიტრი ტატანაშვილმა ვერ მოახერხა - ნადირაშვილმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ფორვარდმა ხუთიოდე მეტრიდან ვერ მოახერხა გატანა. ანგარიშის "დასველება" მისმა გუნდმა მაინც შეძლო - მოდებაძემ "კოლხეთის" დაცვა გააცურა და პრესტიჟის გოლი გაიტანა, 1:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 753 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1

Добавил:თემო
  
0

მახარაძე კარგი მწვრთნელი ჩანს და სხვას რატომ ეძებენ, დატოვონ მახარაძე...
Дата публикации: 31.10.2011 в 14:41 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0