ორშაბათი, 20.05.2024, 17:05
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 24 » ინწკირ, გოლს ველით!
19:13
ინწკირ, გოლს ველით!

22.10.2011 ლანჩხუთი. ე. შევარდნაძე. 300 მაყურებელი
კოლხეთი-სიონი 2:1
1:0 ციცხვაია (62. ცხვიტარიას პასით), 1:1 ქუცურუა (89), 2:1 ინწკირველი (90+2)

კოლხეთი სიონი
4-4-2 4-3-2-1
ბობღიაშვილი ზუხბაია
გ. კილასონია კობაური
ცხვიტარია გ. ოქროპირიძე
ინწკირველი სვანიძე
შავგულიძე თარგამაძე
ქებაძე გაბრიჭიძე
ცხადაია ლ. ჩხეტიანი
ლომაშვილი ქუცურუა
პ. დათუნაიშვილი ისიანი
ციცხვაია რეხვიაშვილი
მდივნიშვილი უგულავა
მწვრთნელი მწვრთნელი
ს. ფილია ლ. ბაჯელიძე

კოლხეთი
46. ლომაშვილი - გოგონაია
46. ცხადაია - წიქარიშვილი
78. პ.დათუნაიშვილი - გელაჭეიშვილი
სათადარიგოები: ნადირაშვილი, თედიაშვილი, გულუა

სიონი
74. გაბრიჭიძე - ალავიძე
90+1. უგულავა - გიორბელიძე
სათადარიგოები: ლობჟანიძე, ხურციძე, ალფაიძე, ა. ნოზაძე, ადამაშვილი

გაფრთხილება: ისიანი (18), ლომაშვილი (29), ჩხეტიანი (31), ცხვიტარია (58), ქებაძე (68)
გაძევება: ოქროპირიძე (82)
არბიტრი: ო. ხეცაძე (თბილისი)

მატჩის დასრულების შემდეგ "მესამე ტაიმი" მსაჯთა ოთახში გაგრძელდა - ბოლნისელთა წარმომადგენელი ჯერ ლაინსმენს უხსნიდა ამაოდ, 85-ე წუთზე ალავიძის მიერ გატანილ გოლზე თამაშგარეს დაფიქსირება გამოგონილი თუ არა, მინიმუმ უხეში შეცდომა იყოო, ხოლო შემდეგ მთავარ მსაჯსაც "მიადგა": ოქროპირიძის გინებისთვის დასჯა გასაგებია, მაგრამ რამდენჯერმე ბობღიაშვილისგან იგივე ერთხელ მაინც რატომ "ვერ გაიგონეო"?

ლანჩხუთში გამართულ "კოლხეთის" მორიგ და პირველად გამარჯვების მომტან "საშინაო" შეხვედრას ისეთი დასასრული ჰქონდა, "მესამე ტაიმსა" და ემოციებს ნამდვილად "იმსახურებდა". არადა, პირველ ტაიმსა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ფოთელები მეტოქესთან ერთად მორიგ უღიმღამო შეხვედრას ჩაატარებდნენ.

პირველ ნახევარში სამიოდე მომენტი თუ იყო გამოსარჩევი - ჯერ ოთარ ხეცაძემ "წაუყრუა" კოლხთა მოთხოვნას, ბოლნისელმა მცველმა ხელით ითამაშაო, შემდეგ უკვე "მასპინძელი" გადარჩა: სახიფათო დარტყმული "კოლხეთის" კარს მცირედით ასცდა. თუმცა გადარჩენა უფრო "სიონზე" ითქმის - ლადო ზუხბაიამ მდივნიშვილს ოთხიოდე მეტრიდან დარტყმული აუღო!

რაც შეეხება მეორე ტაიმს, სტუმრებმა პირველივე წამებზე კინაღამ გაიტანეს - ვილი ისიანის შორეული გასროლა ყოფილი თანაგუნდელის, მინდია ბობღიაშვილის ოსტატობამ გააუვნებლა. ორიოდ წუთში უკვე მისი ბოლნისელი კოლეგა მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა მცველისაგან ასხლეტილ ბურთზე რეაგირება მოასწრო.

62-ე წუთზე გოლიც გავიდა - კარგ პოზიციაში მყოფ დავით ციცხვაიას ბურთი პაატა ცხვიტარიასგან მიუვიდა და ფორვარდს გატანა არ გასჭირვებია - 1:0.

ამის შემდეგ იყო ის ეპიზოდი, რომელიც, შეიძლებოდა, ბოლნისელთათვის გადამწყვეტიც ყოფილიყო - შეცვლაზე შესულ არჩილ ალავიძეზე თამაშგარეს დაფიქსირება ერთობ საჩოთირო კი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეპიზოდს ლაინსმენი ჩვენზე უკეთ ხედავდა. იქვე იყო ოქროპირიძის მიერ ლაინსმენის გინება და წითელი ბარათი.

ამას სტუმრები სულაც არ გაუტეხია, განსაკუთრებით გამორჩეული იყო გიორგი რეხვიაშვილი, მაგრამ ქვემოქართლელებმა ბობღიაშვილსა და დაცვას ვერაფერი დააკლეს. ბოლოსწინა წუთამდე, 89-ეზე კი გიორგი ქუცურუამ ჯარიმით ერთიც და მეორეც გაცურებული დატოვა - 1:1.

ამით თითქოს ყველაფერი დამთავრდა, კოლხებს ხომ "სახლში" 2 გოლი კი არა, აქამდე ერთიც არ გაეტანათ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშემ 23-25 მეტრიდან ისეთი გაისროლა, რომ მცველებისგან დაფარულმა ზუხბაიამ ბურთის შეჩერება ვეღარ შეძლო - ლექსო ინწკირველმა ის გოლი გაიტანა, რომელსაც ფოთელი ქომაგი დიდი ხანია, ელის!

მამუკა ქანთარია ლანჩხუთიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 914 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

Добавил: alkorkoni
Дата публикации: 25.10.2011 в 00:39 [Материал]
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0