ორშაბათი, 20.05.2024, 10:46
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » გელა სანაია "კოლხეთთან" დღეს გააფორმებს
14:14
გელა სანაია "კოლხეთთან" დღეს გააფორმებს


ფოთის "კოლხეთი" ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მატჩზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით მახარაძემ გაიყვანა, სოსო ფილიას კი უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რადგან რამდენიმე დღეა, "კოლხეთის" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს მისი შემცვლელის მოძიებაზე.

გელა სანაია თავიდანვე გამოიკვეთა ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად და, როგორც შევიტყვეთ, კლუბის მესვეურებმა არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერეს. ეს საკითხი უფრო "მაღლა", ქალაქის მუნიციპალიტეტშიც შეთანხმდა და უდიდესი ალბათობით, დღეს სანაია "კოლხეთთან" კონტრაქტს გააფორმებს.

ეს ინფორმაცია სანაიამ "ლელოსთან" საუბარში არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა ის კი გვითხრა, რომ "კოლხეთთან" აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და ეს წინადადება მისთვის საინტერესოა. მან ისიც გვაცნობა, რომ უკვე წამოვიდა პირველლიგელი ხობის "კოლხეთიდან", სადაც სულ რამდენიმე კვირა გაატარა. რაღა თქმა უნდა, ესეც მრავლისმთქმელი ინფორმაციაა.

უკვე გაცნობეთ ისიც, რომ ფილიას გათავისუფლებამ "კოლხეთის" ფეხბურთელებში უკმაყოფილება გამოიწვია. მოთამაშეებს გუშინ პირადად შეხვდა ფოთის მერი ვახტანგ ლემონჯავა და მათ აღუთქვა, რომ ფილია კლუბს არ ჩამოშორდება და "კოლხეთში" მუშაობას განაგრძობს, სავარაუდოდ, მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე. ფილია თანამდებობიდან მოხსნით განაწყენებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, მაინც არ მიატოვებს კლუბს, სადაც ათწლეულები გაუტარებია და შეთავაზებას მიიღებს.

სანაიას კი, შეგახსენებთ, აქამდე ორ უმაღლესლიგურ კლუბში უმუშავია - "ლოკომოტივსა" და "სამტრედიაში". სხვათა შორის, პოპულარულ ვებგვერდ "ტრანსფერმარკტზე" იგი უკვე "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელადაა მოხსენიებული.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ნანახია: 832 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0