ორშაბათი, 20.05.2024, 14:20
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 8 » დინამო-კოლხეთი
21:09
დინამო-კოლხეთი


11 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში დინამო თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.
ამ გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდაექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდათორმეტ შემთხვევაში იმარჯვეს, რვა შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო ექვსი მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 105/32 დინამოს სასარგებლოდ. ჩატარებული შეხვედრებიდან აღსანიშნავია ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული დინამოელთა გამარჯვება ანგარიშით 6–1. ხსენებული მატჩი 1998 წლის 30 ნოემბერს გაიმართა, მეათე ჩემპიონატის, მეთხუთმეტე ტურში. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს თბილისელები. დინამოელებს მეტოქე ხუთჯერ ჰყავთ დამარცხებული ანგარიშით 4–0, აქედან სამჯერ თბილისში, ხოლო ორჯერ ფოთში. ანგარიშით 5–0 კი დინამოს სამი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და ორიც შინ. ბოლო მატჩი, რომელიც 17 სექტემბერს გაიმართა და კოლხებმა თბილისელებს ზუგდიდში უმასპინძლეს, დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ 11 დეკემბერს დინამო თბილისს მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს გამართული. 1993 წელს, მეხუთე ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურში, დინამო საკუთარ მოედანზე თერჯოლის საპოვნელასთან, ანგარიშით 1–2 დამარცხდა.
ნანახია: 789 | დაამატა: alkorkoni | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0