ორშაბათი, 20.05.2024, 15:29
მოგესალმები სტუმარი

ფოთი ფეხბურთის აკვანია

მთავარი » 2011 » მაისი » 25 » ჩემპიონატი 5 ივლისს დაიწყება?
21:20
ჩემპიონატი 5 ივლისს დაიწყება?

სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ახალი
(12-გუნდიანი) ფორმატის დამტკიცების შემთხვევაში, ტურნირი უჩვეულოდ ადრე, 5
ივლისს დაიწყება.

სანდო წყარო ამტკიცებს, რომ ახალი ფორმატის
მიღების შემთხვევაში სხვა გამოსავალი არც არსებობს, რადგან 12-მა გუნდმა
პირველი ეტაპის 22 ტური (ანუ ორი წრე) დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

თუ
ეს ვარიანტი დამტკიცდა, შესაძლოა, სიახლის გამო, ბევრისთვის მიუღებელიც
იყოს, მაგრამ ევროპის თასებზე გასული კლუბებისთვის მისწრება იქნება.
ჩემპიონატის აგვისტოში დაწყების გამო ისინი საწყის ეტაპზე შეთამაშებას ვერ
ახერხებდნენ. ამ პრობლემაზე ადრეც ბევრი ითქვა და გამოსავლად
გაზაფხული-შემოდგომის სისტემის დაბრუნებაც კი დაასახელეს.

კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თემურ ქეცბაია აბსოლუტურად მართალია, როდესაც
ამბობს, რომ ფეხბურთელები თამაშებით იზრდებიან. მოსამზადებელი ეტაპის ის
გაწელილი სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს, საბჭოური კორუფციული
სისტემის ინერციაა - ორ-სამთვიანი მოსაბეზრებელი-მოსამზადებელი ეტაპი
სასტუმროებში ფულის გათეთრებას უფრო ემსახურება, ვიდრე გუნდის მომზადებას.

ევროპის
ქვეყნების უმრავლესობაში ორ-სამკვირიან მომზადებას ანიჭებენ უპირატესობას,
ბრაზილიაში კი ასეთ სისტემას არც სცნობენ, მოსამზადებელი ეტაპი არ აქვთ და
სეზონში მინიმუმ 60 მატჩს ატარებენ.

ალბათ, ახალი ფორმატის
მხარდამჭერ არგუმენტად გამოდგება ის ინფორმაცია, რომელიც ფედერაციის
ვებგვერდზე განათავსეს, სადაც დაკონკრეტებულია, წამყვანი ევროპული ლიგების
გუნდები სეზონში რამდენ შეხვედრას ატარებენ. მინიშნება ადვილი გასაშიფრია -
სადაც უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ, იქაური სისტემაც უკეთესია.

თუმცა,
ამ შემთხვევაში ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო
მომსახურებას და აღდგენით პრეპარატებს. როდესაც ფეხბურთის ფედერაცია
კლუბებს ტრანსპორტირებაში დახმარებას სთავაზობს, ცხადია, ეს ძალიან კარგია,
მაგრამ 6 თვეში 22 ტურის ჩატარება ფეხბურთელებს გამოფიტავს, თუ არ ექნება
შესაბამისი აღდგენები.

იმედია, ტრანსპორტირების არ იყოს, ფედერაცია ამაზეც იზრუნებს.
ნანახია: 906 | დაამატა: KOLKHETI | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
სურათები
ვიდეოები
ტრანსფერები
ინტერვიუები
სტადიონი
თასი
ამხანაგური
საიტი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
რომელ ადგილს დაიკავებს კოლხეთი უმაღლეს ლიგაში?
სულ პასუხი: 50
მინი-ჩეთი
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0